რა შეზღუდვები უქმდება? რა შეზღუდვები რჩება? – გიორგი გახარია

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

-„შეზღუდვები გრძელდება საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლაზე, ასევე, ადგილზე მომსახურებით რესტორნებსა და სავაჭრო ცენტრებზე.

საგანგებო მდგომარეობა და „კომენდანტის საათი“ უქმდება. გარდა ამისა, სამი მანქანაში სამ პირზე შეზღუდვა მხოლოდ და მხოლოდ ტაქსებში რჩება. გაუქმდება საკარანტინო რეჟიმი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხოლოდ და მხოლოდ ორ სოფელში დარჩება – მუშევანსა და გეტაში. შეზღუდვები გრძელდება საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლაზე. ადგილზე მომსახურებით რესტორნები ვერ იმუშავებს. სავაჭრო ცენტრები, „მოლებს“ ვგულისხმობ, დახურული რჩება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

კომენტარები