რა შემთხვევაში განიხილება, დამატებითი შეზღუდვების დაწესების საკითხი? – გიორგი ღიბრაძე

საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ  ბრიფინგზე განაცხადა:

-„საველე ჰოსპიტალების გახსნის საჭიროების დადგომის შემთვევაში სახელმწიფო არსებული პრაქტიკით იხელმძღვანელებს და კოვიდინფიცირებულთა სამკურნალოდ ყველანაირ საშუალებას გამოიყენებს. კონკრეტულ მაჩვენებელზე არ გვისაუბრია, თუმცა როდესაც შემთხვევათა რაოდენობა იქამდე გაიზრდება, ცხადი გახდება ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის პირას დგომა და სახელმწიფო ვეღარ შეძლებს ყველა ინფიცირებულის სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას, ცხადია დადგება საკითხი. სახელმწიფო პაციენტების სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას ვეღარ შეძლებს, დამატებითი შეზღუდვების საკითხი დადგება“.

კომენტარები