რა შემთხვევაში შეიძლება გავიდეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა შემთხვევაზე – ნახეთ ინსტრუქცია დეტალურად

12 ნოემბერს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა – ეკატერინე ტიკარაძემ „COVID-19–ის საეჭვო შემთხვევების ბინაზე მართვის ინსტრუქციის შესახებ ბრძანება გამოაქვეყნა:

რა შემთხვევაში შეიძლება გავიდეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა შემთხვევაზე.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე გავა იმ შემთხვევაში თუ პაციენტს აღენიშნება 38,8 გრადუსი ტემპერატურა (ან მეტი) და ამასთან, რომელიმე, ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი სიმპტომი: ხველა, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, გამონადენი ცხვირიდან/ცხვირის გაჭედილობა, კუნთების, სახსრების ტკივილი და დიარეა.

რისკ-ჯგუფები, კერძოდ სასწრაფო გამოძახებაზე არ მივა, თუ პაციენტი არ არის ორსული, 65 წლის ან მეტის, ამასთანავე თუ მას არ აქვს რაიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება (ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, გულის კორონარული დაავადება, გულის უკმარისობა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ბრონქული ასთმა, იმუნოსუპრესიული მდგომარეობები (ქიმიოთერაპიაზე მყოფი ან 30 დღის უკან დასრულებული ქიმიოთერაპიის კურსი, აივ-ინფიცირებული), დიალიზზე მყოფი პირი), არ არის მშობიარობის შემდგომ ორკვირიან პერიოდში და ტემპერატურასთან ერთად არ ექნება ქვემოთ ჩამოთვლილი გართულებებიდან ერთ-ერთი მაინც გამოხატული: მრავალჯერადი ღებინება, დაბინდული ცნობიერება, ფიზიკური აქტივობის გარეშე, ანუ მოსვენებულ მდგომარეობაში ქოშინი და კრუნჩხვა, სასწრაფო გადაუდებელი შემთხვევების მართვის ინსტრუქციის მიხედვით, გამოძახებაზე ბრიგადა არ გავა.

ოჯახის ექიმს გამოძახება გადაეცემა მაშინ, როდესაც პაციენტს აღენიშნება ტემპერატურა 38,8-ზე ნაკლები, აქვს ჩივილები, მიუხედავად იმისა, პაციენტი მიეკუთვნება თუ არა ზემოთ აღნიშნული რისკის ჯგუფებიდან რომელიმეს. მაგრამ, არა მაშინ, როდესაც მოქალაქეს აღენიშნება გულთან დაკავშირებული პრობლემები, მუცლის ტკივილი, ჭვალი და ა.შ.

თუ გამოძახების მიღება ქუჩიდან/საზოგადოებრივი დაწესებულებიდან ხდება, თუ პაციენტი არის უცხოენოვანი ან 6 წლამდე ასაკის მქონე პირი, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადა შემთხვევაზე აუცილებლად გავა.

კომენტარები