რა წერილი გაუგზავნა სანდრო ბრეგაძემ სააკაშვილს?

-“მივმართავ მიხეილ სააკაშვილს – ხომ გაიძახი საქვეყნოდ,რომ უდანაშაულო ხარ და არაფრის გეშინია !!! გთავაზობ ასეთ წინადადებას – ჩამობრძანდი საქართველოში,ხელისუფლებას ვაიძულებთ,რომ მოგცეს გარანტია იმისა,რომ განაჩენის დადგომამდე არ დაგაპატიმრებს და შეგიფარდებს გირაოს,მოვიწვიოთ ობიექტირი უცხოელი მოსამართლეები და დავიწყოთ შენი სასამართლო პროცესი – თუ დაგიმტკიცდა დანაშაული,მაშინ უხმოდ,შენი ფეხით წადი ციხეში,თუ არ დაგიმტკიცდა იქნები თავისუფალი,მაგრამ დანაშაულის დამტკიცების შემთხვებაში სრულად მოიხდი მისჯილ სასჯელს – ხომ ამტკიცებ,რომ მამაცი ხარ,მართალი ხარ და არაფრის გეშინია ,მაშინ ნუ დაიმალები,მიიღე ეს წინადადება და ჩამოდი !!! თუ არ ჩამოხვალ და არ წარსდგები სასამართლოს წინაშე,მაშინ ეს კიდევ ერთი დადასტურება იქნება იმისა,რომ თავადაც შესანიშნავად იცი რომ დამნაშავე ხარ !!! ამ წერილს ელექტრონულ ფოსტაზე გამოგიგზავნი და ველოდები შენს პასუხს !!!” – წერს ქართული მარშის ლიდერი, სანდრო ბრეგაძე

კომენტარები