„რა ხალხიც ვართ, ის მთავრობა გვყავს. ალბათ ამის ღირსი ვართ… აბა რატომ ვითმენთ?!“ – გიორგი ფხაკაძე

-„მეგობრებო, ერთ რამეს გეტყვით – რა ხალხიც ვართ, ის მთავრობა გვყავს. ალბათ ამის ღირსი ვართ, აბა რატომ ვითმენთ?!
ფაქტია, –  კოვიდმა ჯანდაცვის სისტემის ყველა მანკიერი მხარე გააშიშვლა და გვიჩვენა , ვინ ვინ არის. ყვე;ა ხედავს, ვინ რას ამბობდა ერთი წლის, 6 თვის უკან. გამოვდივარ და ვამბობ სიმართლეს, არც ერთ მხარეს არ მოსწონს, მაგრამ რას ვიზამთ.
სიმართლე მწარეა, მაგრამ აუცილებელი!
მე მინდა, საქართველოში იყოს ევროკავშირში რეგისტრირებული ვაქცინა. ჩინურ ვაქცინებზე კი ძალიან ბევრ შეკითხვაზე პასუხი ჯერად არ არის გაცემული.
ქვეყანაში კორონავირუსის მეოთხე ტალღა მოდის. რეალურად ქმედითს რას აკეთებთ, ვისაც პროცესის მართვა გევალებათ?!…არაფერს! აშშ-ის CDC კვალიფიკაციით, მეოთხე ზონაში ვართ, ყველაზე წითელში.
არ ვიცი, არსებულ საფრთხეზე მეტი რა ენაზე გითხრათ. ნეპოტიზმი, არაპროფესიონალიზმი, პოლიტიკური დომხალია ქვეყანაში…..ვერ გაიგებ, ვინ რომელი პარტიის წევრია. „შევდივართ-არშევდივართ“ პარლამენტში…ეს არის ქვეყნის პრობლემა?! რომ შეხვალთ იმ პარლამენტში, სიმართლეზე ილაპარაკეთ!
 ახლა ქვეყნის მთავარი პრობლემა კოვიდია, პანდემიის პროცესებია დასალაგებელი. იმოქმედეთ! პარლამენტში გამოიძახეთ ყველა ის ადამიანი, ვინც პასუხისმგებელია ვაქცინების შემოტანაზე და ვაქცინაციის პროცესზე, პირბადეებზე, პანდემიის მართვაზე. ყოველდღიურად მოსთხოვეთ ანგარიში! ამაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ქვეყანაში არ არის! გამიგეთ?!“ – ამბობს პროფესორიორგანიზაცია –  „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელიგიორგი ფხაკაძე.
კომენტარები