რა ხდება აფხაზეთში?

აფხაზეთში 9 ოქტომბერს შედგა  ე.წ. პრეზიდენტის ე.წ. ინაუგურაცია და მომდევნო დღეს გადადგა  ე.წ. მინისტრთა  კაბინეტი ე.წ. პრემიერ-მინისტრის  ვალერი ბგანბას მეთაურობით. ახალი ე.წ. მთავრობის დანიშვნამდე მოვალეობას შეასრულებენ ძველი მინისტრები.

მანამდე კი პარტია „ამცხარას“ პოლიტსაბჭომ, რომლის ლიდერმაც ალხას კვიწინიამ მეორე ტურში წააგო საპრეზიდენტო არჩევნები, გააპროტესტა რაულ ხაჯინბას ინაუგურაცია და მას უკანონო უწოდა, რადგან არჩევნების შედეგები პარტიამ გაასაჩივრა სასამართლოში და მოითხოვა შედეგების გაუქმება, მართალია სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი, მაგრამ ოპოზიცია მის გასაჩივრებას აპირებს ზემდგომ ინსტანციაში (სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე გასაჩივრებულია უმაღლეს სასამართლოში). პარტიას მიაჩნია, რომ მეორე ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საჭირო ხმების რაოდენობა საიმისოდ, რომ მიჩნეული იყოს არჩეულ პრეზიდენტად (რაულ ხაჯინბა – 47.39%).

დეპუტატი ასლან ბჟანია, რომელიც აპრილში მოხვდა საავადმყოფოში, გამორიცხავს ნებისმიერი სახით თანამშრომლობას რაულ ხაჯინბასთან. მან ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ე.წ პრეზიდენტმა გაასაჯაროვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არჩევნებში წაგებულმა ალხას კვიწინიამ თხოვა, პრემიერ-მინისტრად დაენიშნა ასლან ბჟანია, რაზეც ითქვა უარი. ასლან ბჟანიამ განაცხადა: „მე გამოვრიცხავ ნებისმიერი თანამდებობის დაკავებას და თანამშრომლობას უკანონო, არალეგიტიმურ პრეზიდენთან“.

რია ნოვოსტის მასალების მიხედვით

კომენტარები