რეალობა კი სულ სხვა გვარია : სწორედ,რომ დასავლეთის ხელდასმით მოეწყო მაიდანი და ”ვარდების რევოლუცია”დასვლურმა დემოკრატიამ დიდი როლი ითამაშა ორი სახელმწიფოს ოკუპაციაში

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო ”ევრომაიდანის” მოვლენებამდე კარგა ხნით ადრე წერდა:

”რუსეთთან მიმართებაზე თუ ვიმსჯელებთ, პირადი მსოფლმხედველობრივი წინააღმდეგობანი არ უნდა მოქმედებდეს უკრაინულ-რუსულ ურთიერთობებზე. პირველ პლანზე უნდა გამოდიოდეს უკრაინის ინტერესი! ”რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის დროს საფრთხის წინაშე იდგა არამარტო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა – ბეწვის ხიდზე იდო პოსტსაბჭოური ქვეყნების კურსის დემოკრატიზაცია. როდესაც რუსული ჯარები შევიდნენ საქართველოში, ცხადი გახდა, რომ, ეს არის კონფლიქტი, რომელიც მყისვე უნდა აღმოიფხვრას, რადგან შემდეგი იქნება უკრაინა! საქართველოს სამხედრო კონფლიქტი რომ სხვაგვარად გადაჭრილიყო, ახლა სულ სხვა სიტუაცია გვექნებოდა მრავალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემით: მათ შორის – გაზით… ახლა კი ყოველი ქვეყანა დგას შანტაჟის წინაშე – იქნება ეს ენერგეტიკისა თუ შეიარაღების საკითხი”.

ბ-ნ იუშენკოს ეს მოკლე პუბლიკაცია შეიძლება შეფასდეს,როგორც მიკერძოებული, დასავლელი ლიბერალებისთვის დამახასაიათებელი ტენდენციურობით, მცდელობით საზოგადოებრივი აზრის ფორმირების, თითქოს და დასავლეთი პოსტ-საბჭოთა სივრცეში ჩაგრული ერების მხსნელად დემოკრატიის მახვილის აღებისთვის არის მზად.

რეალობა კი სულ სხვა გვარია : სწორედ,რომ დასავლეთის ხელდასმით მოეწყო მაიდანი და დასვლურმა დემოკრატიამ დიდი როლი ითამაშა ორი სახელმწიფოს ოკუპაციაში. ხავერდოვანი რევოლუციების საშუალებით კი ისინი დააშორა მოსკოვს, რამაც სამომავლოდ განულებული დიპლომატია და ამ სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის რღვევა მოიტანა.

გასულ თვეს პოროშენკოს და ბაიდენის კავშირების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა ტრამპის მთავარმა იურისტმა და ნიუ-ორკის ყოფილმა, მერმა რომელმაც დოკუმენტური ფილმი მიუძღვნა მაიდანს ფილმიდან ნათელი ხდება,რომ მაიდანი კარგად ორგანიზებული პროვაკაცია იყო,რომელიც ობამას ადმინისტრაციაში დაიგეგმა.

რაც შეეხება უკრაინის და ევროპის ენერგო დამოუკიდებლობას მას საბოლოოდ დაუსვა წერტილი ” მაკრონ – მერკელის დუეტმა” ჩრდილოეთი ნაკადი 2 – ს პროექტის ლობირებით.

შედეგად უკრაინა საბოლოოდ აღმოჩნდება რუსულ ენერგო რესურსებზე დამოკიდებული, დასავლეთმა კი ამ ყველაფერში ლომის წვლილი შეიტანა.

ირაკლი კანყარაშვილი

კომენტარები