„რეგულარული ფრენები არის დაშვებული. თითოეული ავიაკომპანია საკუთარი კომერციული ვითარებიდან გამომდინარე წყვეტს, როდის, რომელ ქვეყანასთან, აღადგინოს ფრენები“- ნათია თურნავა

-„რეგულარული ფრენები არის დაშვებული. თითოეული ავიაკომპანია საკუთარი კომერციული ვითარებიდან გამომდინარე წყვეტს, როდის, რომელ ქვეყანასთან, რა დოზით, რა სიხშირით აღადგინოს ფრენები.-„ვიზეარი” მზად არის, აპრილიდან დაიწყოს ფრენები. სწორედ მაგ დროს ჩვენ გვექნება უკვე ბოლო სტადიაზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის რემონტიც, ესეც მნიშვნელოვანია.

„რაინეართანაც” ასევე გვაქვს საკმაოდ კარგი სამუშაო ურთიერთობები. ვფიქრობთ, მათთვის საინტერესო იქნება კვლავაც საქართველოში ფრენა, უბრალოდ, რა თქმა უნდა, გლობალური საავიაციო ინდუსტრია სერიოზულად დაზარალდა. „რაინეარსაც” აქვს საკუთარი სირთულეები, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა დაბალბიუჯეტიან კომპანიას. აქედან გამომდინარე, თავად გადაწყვეტენ, როდის აღადგენენ ფრენებს საკუთარი ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. იმედი გვაქვს, „რაინეარი” აღადგენს ფრენებს. „ვიზეარის“ შემდეგ მოლაპარაკება მიმდინარეობს კიდევ ერთ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიასთან.

„ვიზეარი” მთავარი დაბალბიუჯეტიანი კომპანია, რომელიც ფართოდ იყო წარმოდგენილი საქართველოში პანდემიამდე, კვლავაც აგრძელებს ჩვენთან ფრენებს. ასევე, გვაქვს მოლაპარაკება კიდევ ერთ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიასთან, მაგრამ ჯერ არ მინდა, დავასახელო, ვიდრე არ დავასრულებთ ამ მოლაპარაკებას. მას უნდა, რეგიონში დაიწყოს ფრენები. ძალიან დიდი იმედი მაქვს, როგორც პანდემიამდე იმედიანად უყურებდა „რაინეარი” ჩვენს ბაზარს, ასევე იმედიანად გააგრძელებს“, – განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.

კომენტარები