რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა გაუქმდა – რეისების მიმართულება და განრიგი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განცხადებას ავრცელებს:

-„ამ დროისათვის ორმხრივი საავიაციო კავშირი აღდგენილია გერმანიასთან, ნიდერლანდებთან, პოლონეთთან, საფრანგეთთან, ავსტრიასთან, კატართან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, სომხეთთან, თურქეთთან, უკრაინასთან, ყაზახეთთან და ბელარუსთან.

თებერვალში საქართველო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ ავიარეისებს 12 ქვეყანაში შეასრულებს.

თებერვალში, თბილისსა და ამსტერდამს შორის ოთხი რეისი შესრულდება. ქართული კომპანია „საქართველოს ავიახაზები“ თბილისიდან ამსტერდამში ფრენებს 8 და 20 თებერვალს შეასრულებს, ამსტერდამიდან თბილისში – 15 – 27 თებერვალს. თბილისი-ბერლინის რეისები დაგეგმილია 10 – 19 თებერვალს.

კვირაში ორი რეისი, ოთხშაბათსა და კვირას, ერევანში შესრულდება. სრეისები არ არის დანიშნული მხოლოდ 3 – 7 თებერვალს.  დამატებითი რეისი 5 თებერვალს შესრულდება.

თებერვალში დაგეგმილია ორი რეისი – თბილისი-ვარშავა და ვარშავა-თბილისი. 3 თებერვალს  დამატებითი რეისი შესრულდება (ჩამოსვლა 04:10 სთ-ზე, გაფრენა – 05:25 სთ-ზე თბილისის დროით).

ვენაში ფრენები მხოლოდ 7 და 21 თებერვალს შესრულდება

4 რეისია დაგეგმილი დუბაიში (ორშაბათსა და ხუთშაბათს), ექვსი – დოჰაში (სამშაბათს, პარასკევსა და კვირას).

კიევიდან თბილისში და უკან მიმართულებით იფრენს ორი უკრაინული ავიაკომპანია. სულ თებერვალში ქვეყნებს შორის დაგეგმილია 8 რეისი, რომელთაგან 4-ს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ ორშაბათობით და შაბათობით, კიდევ ოთხს  ხუთშაბათობით და კვირაობით ავიაკომპანია SKYUP შეასრულებენ.

ერთ თვეში აქტაუ-თბილისისა და თბილისი-აქტაუს მიმართულებით ორი რეისი (ხუთშაბათობით), შარჯაში ორი (შაბათობით), მიუნხენში ოთხი რეისი შესრულდება – ორშაბათობით და პარასკეობით. 8 თებერვლის რეისი გაუქმებულია.

6 რეისია დაგეგმილი მინსკში და უკანა მიმართულებით – ორშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს.

ავიაკომპანია Air France შეასრულებს 4 რეისს თბილისიდან პარიზში და პარიზიდან თბილისში. პარიზში გაფრინდება ასევე „საქართველოს ავიახაზები“, მხოლოდ 2 – 16 თებერვალს.

ყველაზე მეტი რეისი სტამბოლშია დანიშნული. კვირაში ოთხჯერ ფრენებს შეასრულებს „თურქეთის ავიახაზები“, ავიაკომპანია Pegasus – 5-ჯერ კვირაში, შაბათის რეისები 13 თებერვალს დაიწყება.

თებერვალში თბილისსა და შარჯას შორის შაბათობით ორი რეისი შესრულდება.

ათენთან დანიშნულია ჩარტერული რეისი, 22 თებერვალს.

ფრენების განრიგი შეიძლება განახლდეს ფრენის დროისა და თარიღის ცვლილების პარალელურად“.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ინფორმაციას  ავრცელებს:

11 თებერვლიდან ავიაკომპანია „პეგასუს ეარლაინს“ საქართველოს მიმართულებით ფრენებს ანახლებს.

სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე რეისები ყოველდღიურად შესრულდება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან რეგულარული ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით განახლდება,  საქართველომ რეგულარული ფრენები 2020 წლის მარტის შუა რიცხვებიდან ყველა მიმართულებით შეწყვიტა. საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით სრულდებოდა მხოლოდ სპეცრეისები ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად.

საქართველოს საჰაერო საზღვარს გადაკვეთენ უცხოელები, რომლებსაც COVID-19-ის ვაქცინაციის სრული კურსი აქვს გავლილი.

ქვეყანაში გარკვეული შეღავათიანი პირობებით შემოსვლას შეძლებენ ევროკავშირის ქვეყნების, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროებისა და ბაჰრეინის მოქალაქეები და რეზიდენტები. მათ უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი. საქართველოში ჩამოსვლიდან სამი დღის შემდეგ მათ განმეორებით მოუწევთ ტესტირების ჩატარება.

-„ავიაკომპანიებმა  არ დაუშვან თვითმფრინავში პირები, რომელთაც PCR-ტესტის პასუხები ან კოვიდ-პასპორტები არ ექნებათ“, – განაცხადაეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

 საქართველოს მოქალაქეებს, სამშობლოში დაბრუნებისას არჩევანის შესაძლებლობა ექნებათ, – წარმოადგინონ PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი და რვა დღით თვითიზოლაციაში დარჩნენ, ან გაიკეთონ კიდევ ერთი PCR-ტესტი საკუთარი ხარჯით ჩამოსვლიდან მესამე დღეს.

მოქალაქეს თუ თან არ ექნება PCR-ტესტის უარყოფითი პასუხი,  რვადღიანი სავალდებულო იზოლაციის დაცვა მოუწევს.

პირველი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა გაუქმდა.

კომენტარები