-„რედისონში” ვმუშაობდი შვედეთში და მაქვს გამოცდილება… ჭურჭლის მრეცხაობაზე სამი ენის ცოდნა მომთხოვეს”-ნიკა ნარსია

-„ვაკანსია იყო ჭურჭლის მრეცხავი (არ მრცხვენია ). მივწერე _ „რედისონში” ვმუშაობდი შვედეთში და მაქვს გამოცდილება-თქო, დამირეკეს ჭურჭლის მრეცხავის თანამდებობაზე და თუ საუბრობთ რუსულად და ინგლისურადო. ნორმალურად-მეთქი, ვუპასუხე. აბა, მომიყევით რუსულად თქვენი გამოცდილებაო. დავიწყე, მერე ცოტა გავცხარდი, ხალხო, ჭურჭლის მრეცხავს რად უნდა სამი ენის ცოდნა, იქაც კი არ არის ეს მოთხოვნა-თქო და გაეცინა, იქით ავუხსენი, რომ 3000 ადამიანს ვემსახურებოდით და დღეში მქონდა 120-130€. და ხელფასი რამდენია-მეთქი და 750 ლარი თვეშიო (ანუ ორი დღის იქაური ხელფასია აქ თვეში).
ანუ დაახლოებით წელიწადნახევარი უნდა ვიმუშაო ისე, რომ: ლიმონათიც არ ვიყიდო სასამართლო ჯარიმების გადასახდელად!
თან დღეს 2 სასამართლო მაქვს და კიდევ ემატება და ემატება მსუყე ჯარიმები, პლუს 2 სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხვას ველოდები, ასეა ჩვენი მეგობრები, ვინც შუბლით ვასკდებოდით და ვასკდებით ამ დიქტატორს…
ოფიციალურადაც ვერსად გავფორმდებით ანგარიშების ყადაღის (ჯარიმების ვერ გადახდის) გამო…
დიდი მადლობა ყველას ,,გვერდით დგომისთვის” წავედი სამსახურში _ პარლამენტი სწინ.
მართლა დიდი მადლობა თქვენ, ყველას, ვინც თბილ სიტყვებს გვიწერთ, ქუჩაში გვაჩერებთ და გვეხუტებით”, – წერს სამოქალაქო აქტივისტი, ნიკა ნარსია სოციალურ ქსელში.

კომენტარები