“რევოლუციას ვერასოდეს მოუწყობთ იმ ხელისუფლებას, ვისი ამოცანაც არის ადამ-იანის ღირსების დაცვა და არა – ფეხქვეშ გათელვა!!!”-ირაკლი ლატარია:

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს-

“რა თქმა უნდა, უამრავი ადამიანი არის განაწყენებული და იმედგაცრუებული. რა თქმა უნდა უამრავი ადამიანი გრძნობს პრობლემებს, ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს ეკონომიკურად, ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს შემოსავალი, მაგრამ

ვერ ნახავთ ვერც ერთ ადამიანს, რომელიც იგრძნობს:

ძალადობას, რეკეტს, განადგურებას, მოსმენას, უფულობის გამო საავადმყოფოდან გამოგდებას, ცე -ჰეპატიტის გამო სახლის გაყიდვას, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას, ტელევიზიების დახურვას, მინისტრების ცოლების ბრძანებლობას, პატიმრების წამებას, გაუპატიურებას და ბოლოს

ვერ ნახათ ადამიანს, ვინც უკანონოდ დაისაჯა.

ამ ყველაფრის ფონზე მარტივად გეტყვით:

რევოლუციას ვერასოდეს მოუწყობთ იმ ხელისუფლებას, ვისი ამოცანაც არის ადამ-იანის ღირსების დაცვა და არა – ფეხქვეშ გათელვა!!!

დიდი წერტილი”-წერს ლატარია

 

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები