„რევოლუციური დესტაბილიზაციის სცენარი არის მთავარი და ამ სცენარს მიყვებიან“-გია ვოლსკი

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა:

-„არანაირი,  არც მორიგი, არც განმეორებითი და არც რიგგარეშე არჩევნების სურვილი ჩვენ ოპონენტებში არ იკითხება. რევოლუციური დესტაბილიზაციის სცენარი არის მთავარი და ამ სცენარს მიყვებიან. იმ საკითხებზე, რომელიც დოკუმენტშია ასახული, შეთანხმება მცირე შესწორებით შესაძლებელია, ორივე მხარეს თუ ექნება ამის სურვილი. საკითხი არ არსებობს, სადაც ლოგიკური, პოზიტიური პოზიცია არ გაგვაჩნდეს.

მთავარია საზოგადოების განწყობა, საზოგადოების განწყობა, თუნდაც მათ მიერ სარწმუნოდ მიღებულ NDI-ის და IRI-ის კვლევებშიც ჩანს“.

კომენტარები