რეზო ამაშუკელის უკანასკნელი ლექსი

-რეზო ამაშუკელის უკანასკნელი ლექსი .
ზედაზნის გზაზე გაიტანა მანქანამ შველი
და ასკილებმა აპრილამდე ჩაიცვეს ძაძა,
მე ვდგავარ მზისკენ გაშვერილი მათხოვრის ხელით
და ვითხოვ სითბოს, მხოლოდ სითბოს და არა ხანძარს!
აივნებიდან გადმოფინეს მაქმანი ბევრი:
უცხო მხატვარი ყაისნაღით გაზაფხულს ბაძავს
და ვდგავარ მზისკენ გაშევრილი მათხოვრის ხელით
და ვითხოვ შველას, ვითხოვ შველას და არა ხანძარს!!!
მამულო ჩემო ვერ დაგატყვე შრომა და გარჯა
მიტომაც, ბედი მასხრად მიგდებს ბებერს დ არჯალს
ცოტაღა დარჩა, ალბათ ცოტა ზიარებამდე
თავად ჩავტოვებ ნეკნებს შუა შხამიან ხანჯალს.
მადლობელი ვარ, რაც იყო და ის რაიც დარჩა
აღარ ვაპირებ წუთისოფლის კარებთნ ჩანჩალს,
მორჩა ნაპირი, იქნებ იგი ნაპირიც არ ჩანს,
მაშ ეს ცხოვრება ხატი იყო, თუ მხოლოდ ხარჭა?!.
აივნებიდან გადმოფინეს მაქმანი ბევრი:
უცხო მხატვარი ყაისნაღით გაზაფხულს ბაძავს
და ვდგავარ მზისკენ გაშევრილი მათხოვრის ხელით
და ვითხოვ შველას, ვითხოვ შველას და არა ხანძარს!!!
რეზო ამაშუკელი 16 დეკემბერი. 2021 წელი.
კომენტარები