რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი… – აშშ-ში ჰომოსექსუალ პირთა ქორწინებას 70% უჭერს მხარს

Gallup-ის კვლევით, ჰომოსექსუალ პირთა ქორწინებას აშშ-ის მაცხოვრებლების 70 პროცენტი უჭერს მხარს.

წელს პირველად, ჰომოსექსუალ პირთა ქორწინებას გამოკითხულ რესპუბლიკელთა უმრავლესობამ (55%-მა) და დემოკრატების 83%-მა დაუჭირა მხარი.

1996 წელს, სააგენტოს ჩატარებული კვლევით, ერთი სქესის მქონე ადამიანების ქორწინებას 27% უჭერდა მხარს.

 

2001 წელს ნიდერლანდები გახდა პირველი ქვეყანა, სადაც ერთსქესიან წყვილებს დაქორწინების იურიდიული შესაძლებლობა მიეცათ. ერთსქესიან წყვილთა ქორწინებები თოთხმეტმა ქვეყანამ დააკანონა.

ერთი სქესის მქონე ადამიანების ქორწინება მთელი ქვეყნის მასშტაბით ლეგალურია ბელგიაში (2003 წლიდან), ესპანეთში (2005), კანადაში (2005), სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში (2006), ნორვეგიაში (2009), შვედეთში (2009), პორტუგალიაში (2010), ისლანდიაში (2010), არგენტინაში (2010), ბრაზილიაში (2013), საფრანგეთში (2013), ურუგვაიში (2013), ლუქსემბურგში (2015), ირლანდიაში (2015), კოლუმბია (2016), ფინეთში (2017). ის აგრეთვე ნაწილობრივ ლეგალურია დანიაში, მექსიკაში, ნიდერლანდებში, ახალ ზელანდიაში, გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ში.

კომენტარები