რელიგიურ ფესტივალზე მომხდარ ჭყლეტას 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელში მერონის მთაზე ლაგ ბა-ომერის ფესტივალი გაიმართა.

ქვეყანას წარმატებულმა ვაქცინაციულმა პროგრამამ მრავალი შეზღუდვის მოხსნის საშუალება მისცა, მაგრამ ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მაინც გააფრთხილეს კოვიდ -19 რისკის შესახებ.

ისრაელში რელიგიურ ფესტივალზე მომხდარ ჭყლეტას, სულ მცირე, 44 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ უბედური შემთხვევა ნაგებობის ჩამონგრევას მოჰყვა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჭყლეტა მოხდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მომხდარს „მძიმე კატასტროფა“ უწოდა და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

კომენტარები