„რემდესივირით“ მკურნალობა კარგად მიმდინარეობს – „რემდესივირი“ 29 პაციენტმა გამოიყენა“

-„რემდესივირით“ მკურნალობა კარგად მიმდინარეობს, ისე, როგორც ეს დაგეგმილი იყო. გუშინდელი მდგომარეობით, 29 პაციენტზე იყო მოთხოვნა გაკეთებული.  სიფრთხილით ეკიდებიან ჯანდაცვის პროფესიონალები „რემდესივირის“ დანიშვნას. არის გარკვეული კრიტერიუმები, რომლებიც უნდა დაკმაყოფილდეს, – პაციენტის ინფორმირებული თანხმობა სჭირდება „რემდესივირის“ გამოყენებას.

დაახლოებით, ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც „რემდესივირის“ მოხმარება დავიწყეთ, 29 პაციენტია, ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თუმცა, რამდენად უკავშირდება ეს „რემდესივირის“ ეფექტს, ამისი თქმა მხოლოდ ამ მონაცემების საფუძველზე, რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია. ეს არის ჩვენი მხოლოდ ობსერვაციული დაკვირვების შედეგები, მაგრამ „რემდესივირის“ გამოყენება გრძელდება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები