,,რემდესივირი” გაიყიდება თუ არა, აფთიაქებში

-„რემდესივირის“ მწარმოებელ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია, ეს წამალი საქართველოში ორ კვირაში იქნება. ეს წამალი არის შესაბამისი ჩვენებით, აფთიაქში არ გაიყიდება. ეს არის წამალი, რომელიც მხოლოდ ჰოსპიტალურ პირობებში უნდა იყოს გამოყენებული ექიმის დანიშნულებით მათთვის, ვისაც ეს სჭირდება. ძირითადად სჭირდება მძიმე პაციენტებს“,განაცხადა  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის  3 117 შემთხვევა გამოვლინდა. გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 45 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

კომენტარები