რესტორანთან „ქართული ოცნების” მხარდამჭერები მივიდნენ

თბილისში, ქიქოძის ქუჩაზე მდებარე რესტორანთან, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები იკრიბებიან.

რესტორანთან „ქართული ოცნების” მხარდამჭერები მივიდნენ. ვანო მერაბიშვილის იმ განცხადების გამო მოსთხოვეს პასუხი, რომელშიც ის ხელისუფლების დამხობაზე საუბრობდა.

აქციის მონაწილეები გიორგი ბარამიძეს დაუპირისპირდნენ.   მათი ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულებები შეახსსნეს.

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ მატროსოვის ციხე დატოვა.

-„მე მინდა ვთქვა, რომ ჩემ წინააღმდეგ კიდევ შეუძლიათ აღძრან ათამდე საქმე. მე ეს ვერ გამტეხავს.

ზუსტად 9 წელიწადი და ექვსი თვე ვიმყოფებოდი ამ საპატიმროში სამარტოო საკანში, მე ვარ კმაყოფილი იმით, რომ არ წავედი არავითარ კომპრომისზე, უპირველეს ყოვლისა, არ წავედი კომპრომისზე ჩემი საკუთარი თავის მიმართ.

ჩემს გაულშემატკივარს, ახლობლებს, ხალხს, ვინც აქ არის და ვინც შორიდან მგულმშემატკვიბრობს, მათი მხარდაჭერითა და მომავლის იმედით შევინარჩუნე ძალა, იმედი, რწმენა, გავაგრძელო ბროლა იმისთვის, რომ ეს რეჟიმი საქართველოს დღესვე ჩამოცილდეს, მე გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება.

ჩვენ, ყველანი გაძლევთ გარანტიას, რომ გავიმარჯვებთ და ყველა შეკითხვაზე პასუხი იქნება გაცემული. ქვეყანა წავა წინ. გითხარით, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩავერთვები ამ რეჟიმის დასამარცხებლად. ხოლო, კონკრეტულად რა გეგემები მაქვს, ვისთან ერთად გავაკეთებ ამას. რა თქმა უნდა, მთელ ოპოზიციასთან ერთად. კონკრეტულად, რომელ პარტიაში, ამასთან დაკავშირებით აუცილებლად შეგატყობინებთ, ყველას შევხვდები“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე.

სასჯელის შთანთქმის პრინციპით, მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ამჟამად სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.

კომენტარები