რეცეპტები: სასწაულ მოქმედი ოსპი

ფეისბუქის ერთ-ერთი ჯგუფის (ვალეოლოგია-ჯანსაღი ცხოვრების ხელოვნება) წევრი სალომე ბოხუა, ოსპის რამდენიმე განსხვავებულ რეცეპტს გვთავაზობს.

გაიგეთ ოსპზე ცოტა უფრო მეტი და ამ პროდუქტს უფრო ხშირად ჩართავთ თქვენს რაციონში.

„საღამო მშვიდობისა💝🧚‍♀️
დღეს მე თქვენ გაგიზიარებთ სასწაულ მოქმედ რეცეპტებს ოსპის შესახებ…. :დ
პირველი რაც უნდა გაითვალისწინოთ არის ის რომ მწვანე და წითელი ოსპი ერთად არ მოამზადოთ, იმიტომ რომ მწვანე ოსპს დიდხანს ხარშვა ჭირდება, წითელი კი 10წუთში მზადაა…
ყველაზე სასარგებლო და რაც მთავარია ჯანსაღი პროდუქტია, უგემრიელესი წვნიანები და თქვენ წარმოიდგინეთ უგემრიელესი კატლეტებიც კი გამოდის, როგორც ცხობით ისე ცოცხლად… ეხლა კი დავიწყოთ წვნიანებით: 1ც ხახვი დაჭერით,
1 საშუალო ზომის კარტოფილი გაფცქვენით და გაჭერით ოთხად, 1სტაფილო გათალეთ და დაახლოებით სამ ნაწილად ჩაყარეთ კარტოფილთან და ხახვთან ერთად ქვაბში და (იმ შემთხვევაში თუ ცხიმით ამზადებთ) დაასხით ზეითუნის ზეთი და ცოტა ხანს ასე შუშეთ, ცოტა ხნის შემდეგ ჩაყარეთ წითელი ოსპი 1წყლის ჭიქა დაახლოებით და დაასხით ადუღებული წყალი დაახლოებით 5 წყლის ჭიქა, როცა დარბილდება კარტოფილი და სტაფილო გადმოდგით და დააბლენდერეთ მასა, დაუმატეთ სურვილის შემთხვევაში პიტნა, მარილი და წიწაკა გემოვნებით…

მეორე რეცეპტი: ოსპის წვნიანი რძით: 1თქვუ დაჭრილი ხახვი ჩაყარეთ ზეითუნის ზეთში, ცოტა ხანს შუშეთ და დაუმატეთ 1კოვზი ფქვილი (პურის) ამის შემდეგ 1ჭ, წითელი ოსპი და დაახლოებით 1ჭიქა წყალი და შემდეგ ნახევარი ლიტრი რძე, მომზადების შემდეგ დააბლენდერეთ, აქაც შეგიძლიათ პიტნის გამოყენება, თუ სქელი გამოგივიდათ წვნიანი, შეგიძლიათ ადუღებული წყლის დამატება…

ახლა რაც შეეხება კატლეტს, :დ 2ჭიქა წითელი ოსპი მოვხარშოთ, წყალს რომ ჩაიშრობს ჩაყარეთ დაახლოებით 1ჭიქა ძალიამ წვრილად დაფქული ბურღული, გატარებული ნიგოზი სურვილის მიხედვით, თუ არ გექნებათ არ არის მნიშვნელოვანი, ბულგარული წიწაკის ტომატი 1სუფრის კოვზი, წვრილად დაჭრილი ხახვი, თუ გნებავთ მწვანე, და ასევე ოხრახუში, აურიეთ ეს მასა, სასურველია თუ ხელთათმანებს გაიკეთებთ და ისე “გადაზილავთ”:დ ბოლოს დააბურთულეთ და დააწყვეთ თეფშზე, მოასხით ლიმნის წვენი და უგემრიელესია, მე სალათის ფურცლებში ვახვევ და ჯანსაღი შაურმაა ჩემთვის, :დდ ცხარე ვისაც გიყვართ შეგიძლიათ წიწაკა დაამატოთ ინგრედიენტებს… თუ ცხობით გნებაჳთ ოსპის კატლეტები, შეგიძლიათ მოხარშულ ოსპს (წყალგაწურულს) შეურიოთ მოხარშული კარტოფილი, სანელებლები რაც გნებავთ, 1ც, კვერცხი წვრილად დაჭრილი ხახვი და ოხრახუში… ❤️❤️ წარმატებებს გისურვებთ და არ დაგავიწყდეთ შთაბეჭდილებების გაზიარება! 🧚‍♀️😊“

კომენტარები