რეჯეფ თაიპ ერდოღანმა თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის პრობლემა ერთობლივად გადაწყვიტონ

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის პრობლემა ერთობლივად გადაწყვიტონ. ამის შესახებ იტყობინება სააგენტო Anadolu

”მე კავკასიის კონფლიქტის ერთობლივი გადაწყვეტისკენ მოვუწოდებ. შედგა პოზიტიური საუბარი, ვისაუბრეთ ანკარის “წითელ ხაზზე”, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა. ერდოღანმა ასევე თქვა, რომ მან თავის რუს კოლეგას აცნობა სომხეთის მხარეს ყარაბაღში მებრძოლი “ქურთისტანის მუშათა პარტიის ორი ათასი მებრძოლის შესახებ”.

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა

კომენტარები