რეჯეფ თაიფ ერდოღანი: „ვაფრთხილებ მათ, ვინც სომხეთის ბანდიტურ სახელმწიფოს მხარს უჭერს – პასუხს აგებთ კაცობრიობის“

რეგიონში მდგრადი მშვიდობის დასამყარებლად საჭიროა,  სომხეთმა აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიებიდან თავისი ძალები გაიყვანოს.

ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

-„თურქეთისთვის ცილისწამების მცდელობა სომხეთის მთავრობას ვერ გადაარჩენს. ვაფრთხილებ მათ, ვინც მხარს უჭერს ამ ბანდიტურ სახელმწიფოს, – ისინი პასუხს აგებენ კაცობრიობის სინდისის წინაშე.

ის ქვეყნები, რომლებიც მთიანი ყარაბაღის ოკუპაციას უგულებელყოფენ, ფარისევლები არიან“, – განაცხადა  რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

კომენტარები