რეჯეფ თაიფ ერდოღანი: „ნატო თურქეთს ტერორიზმთან ბრძოლაში საკმარის დახმარებას არ უწევს“

ნატო თურქეთს ტერორიზმთან ბრძოლაში საკმარის დახმარებას არ უწევს. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

-„ევროკავშირისა და ნატოს უსაფრთხოება ჩვენს აღმოსავლეთ საზღვრებზე იწყება. ნატოს ფარგლებში ტერორიზმთან ბრძოლაზე უარი არასდროს გვითქვამს. რატომ გვტოვებენ ნატოს ქვეყნები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მარტო? თურქეთის გარდა, ვინ ებრძვის „ისლამურ სახელმწიფოს?

იარაღით დატვირთული ათასობით სატრანსპორტო საშუალება ტერორისტულ დაჯგუფებებს გაუგზავნეს. მათ  ჩვენ წინააღმდეგ დაიწყეს ომი ამ შეიარაღების გამოყენებით. ჩვენ, როგორც ნატოს წევრი სახელმწიფო, მათ ვებრძვით, მომავალშიც ასე იქნება“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები