„რეჯეფ თაიფ ერდოღანს სირიის ტერიტორიის ნაწილისა და მისი ბუნებრივი სიმდიდრის მიტაცება სურს“

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა იდლიბის პროვიცნიაში სირიელი სამხედროები მოინახულა. ამ ინფორმაციას სააგენტო „სანა“ ავრცელებს.

აშარ ასადი აცხადებს:

„თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს სირიის ტერიტორიის ნაწილისა და მისი ბუნებრივი სიმდიდრის მიტაცება სურს.

თურქეთის პრეზიდენტმა მოპარა სირიას მისი ნავთობი და ხორბალი, გაიტანა საწარმოები ალეპოდან, ახლა კი, ერდოღანს სურს სირიის მიწის ნაწილის მიტაცება მისი ბუნებრივი სიმდიდრეებით.

იდლიბისთვის ბრძოლა სირიის მთელ ტერიტორიაზე ქაოსის დასრულების საფუძველია“.

თურქეთმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ქმედებები 9 ოქტომბერს დაიწყო.

ანკარაში აცხადებენ, რომ თუ აღნიშნულ ტერიტორიას ქურთთა შენაერთები არ დატოვებენ, ოპერაციას განაახლებს.

კომენტარები