რით განსხვავდება უმრავლესობის და ოპოზიციის კანონპროექტები – პარლამენტში ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი

20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება” და ოპოზიცია ამნისტიის კანონპროექტის პრინციპებზე ვერ შეთანხმდა, ისინი საკანონმდებლო ორგანოში ორ კანონპროექტს წარადგენენ.

„ქართული ოცნების” მიერ მომზადებული ამნისტიის კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა.

ოპოზიცია თავის კანონპროექტს, დღეს 28 აპრილს დაარეგისტრირებს.

„ქართული ოცნების“ კანონოპროექტის მიხედვით, ზოგადად, 20 ივნისის მოვლენების ამინისტირება უნდა მოხდეს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით:

-„განსხვავება მდგომარეობს შემდეგში – ამნისტია უნდა შეეხოს კონკრეტულ მოვლენას და გამოვრიცხოთ ის მუხლები, რასაც არ ვახებთ. რაც შეეხება ოპოზიციური ჯგუფების მოსაზრებას, ისინი ფიქრობენ, – ჩავწეროთ კონკრეტული მუხლები, რას ეხება და რას არ ეხება

ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგები გვეუბნებიან, საჭიროა დაზარალებულის თანხმობა. ჩვენი პოზიციაა, ვინაიდან ხელმომწერმა პოლიტიკურმა პარტიებმა ვიკისრეთ მთელი რიგი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, რომ ეს ფურცელი გადაიშალოს, ეს ნიშნავს იმას, -ეს ტვირთი და პასუხისმგებლობა უნდა აიღონ პოლიტიკოსებმა“.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით:  გამონაკლისი შესაძლოა იყოს მაკო გომურის შემთხვევა.

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა:

-„ამინისტია იმ ადამიანებს უნდა შეეხოთ, ვისზეც უკვე წაყენებულია ბრალდება. „ლელომ“ შემოიტანა ჩამკეტი, –  ამნისტია უნდა შეეხოთ ადამიანებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, დაზარალებულები თუ იქნებიან თანახმა, აპატიონ დანაშაული მოძალადეებს.  „ქართულ ოცნებას“ უნდა, მომავალ ჰიპოტეზურ დანაშაულზე, რომელიც შეიძლება ერთი წლის მერეც აღმოჩნდეს, ამაზეც გავრცელდეს ამნისტია.

კომენტარები