„რიკოთის 4 მონაკვეთის მშენებლობაზე 10 000-მდე ადამიანი დასაქმდება , პირველ რიგში“– მაია ცქიტიშვილი

-„რიკოთის 2 მონაკვეთის მშენებლობაზე 3000 ადამიანია დასაქმებული. პანდემიის გამო, 2 მონაკვეთის მშენებლობა ცოტა შენელდა, სპეციალისტებილ ჩვენ საერთაშორისო კონტრაქტორები უკვე ჩამოვიდნენ, შესაბამისად, აქტიურად მოხდება, პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობის აყვანა და ამ სამშენებლო პროცესის გაფართოება.

საუბარია 8000-მდე საქართველოს მოქალაქეზე. დღეის მდგომარეობით, იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც ფინანსდება მხოლოდ ჩვენი სამინისტროდან,აქვე მინდა გამოვყო, – ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ინფრასტრუქტურული ბიუჯეტი, დასაქმებულია 31 000 ადამიანი, საიდანაც 94% საქართველოს მოქალაქეა“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

კომენტარები