რიონის ხეობაში „ნამახვანის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე დაპირისპირება

გუმათის დასახლებაში „ნამახვანის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა.

ადგილზე შეკრებილი არიან ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები, სამოქალაქო აქტივისტები და ადგილობრივი მაცხოვრებლები. სოფელ ნამახვანში შესვლას ითხოვენ. მათ სამართალდამცველების მიერ განთავსებული რკინის ჯებირები გაარღვიეს.

-„ჩვენი მოთხოვნები ლეგიტიმურია. ვითხოვთ, სახელმწიფო მოსახლეობასთან იყოს დიალოგის რეჟიმში, სადაც მოხდება არსებული ყველა კითხვის განხილვა. მშვიდობიანი მოსახლეობა გადავაადგილდებით ნამახვანის მიმართულებით. ვთავაზობთ პოლიციას, თვითონაც ჩაერთოს ამ პროცესში. რატომ არ გვიშვებენ ნამახვანში, ვერ მოვისმინეთ მათი სამართლებრივი ახსნა“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

-„სხვა გზა აღარ გვაქვს დარჩენილი, ერთადერთი გზა გვაქვს დარჩენილი, – ჩვენი მიწა-წყალი დავიცვათ. დაგვინგრიეს ჩვენი დისლოკაციის ადგილი, გადათხარეს ყველაფერი“, – აცხადებს რიონის ხეობის ერთ-ერთი მცველი.

კომენტარები