რიონის ხეობა ბლოკირებულია – მობილიზებულია სპეცრაზმი, ადგილზეა წყლის ჭავლის მანქანაც

რიონის ხეობაში, სადაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები კვლავ აქციას მართავენ, სპეცრაზმი, წყლის ჭავლის მანქანა და პოლიციის დანაყოფებია მობილიზებული.

ადგილზე მოძრაობა შეფერხებულია და სამართალდამცველები მოქალაქეებს რიონის ხეობაში არ უშვებენ.

აქციის მონაწილეები ხეობიდან ინვესტორის გასვლას ითხოვენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უსაფრთხოების მიზნით, რიონის ხეობაში მოქალაქეთა გადაადგილება გარკვეულ მიმართულებებზე დროებით იზღუდება.

გუშინ, 3 აპრილს, კომპანია ენკას ახალი ხელმძღვანელი მერაბ ლომინაძე ნამახვანის მოსახლეობას შეხვდა  და თქვა, რომ კომპანია წინამოსამზადებელი სამუშაოების შეჩერებას არ აპირებს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

150 დღეზე მეტია, ადგილობრივი მოსახლეობა ნამახვანჰესის აშენების საწინააღმდეგო აქციებს მართავს. აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ კომპანიამ ხეობა დატოვოს და შეჩერდეს მშენებლობა მანამ, სანამ ყველა საჭირო დოკუმენტი სამართლებრივად არ იქნება შესწავლილი. ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ ჰესის აშენება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისათვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და პროექტი რისკებს არ შეიცავს.

 

წყარო: “tabula.ge”.

კომენტარები