„რიონის ხეობის მცველები“ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების შუამდგომლობით მიმდინარე მედიაციის პროცესს ეთიშებიან

„ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ შექმნილი მოძრაობა, „რიონის ხეობის მცველები“, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების შუამდგომლობით მიმდინარე მედიაციის პროცესს ეთიშება. პროცესი დახურულობის გამო გააკრიტიკეს.
ეს გადაწყვეტილება  „რიონის ხეობის მცველებმა“ 17 სექტემბერს ფეისბუკ-პოსტით გამოაცხადეს.
მოძრაობა აცხადებს, რომ ჰესის წინააღმდეგ პროტესტს აგრძელებს.

ადგილობრივი მოსახლეობა უკვე 9 თვეა „ნამახვანჰესის“ მშენებლობას ეწინააღმდეგება და პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავს.

კომენტარები