„რისკ-ჯგუფები , რომლებიც გრიპის ვაქცინაზე პირველ რიგში აიცრებიან“ – ამირან გამყრელიძე

მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებები განიხილეს.

-„გუშინწინ შემოვიდა პირველი 25 000 დოზა გრიპის საწინააღმდეგო 4-ვალენტიანი ვაქცინის, რომელიც ფრანგული წარმოებისაა, დღეს უკვე განაწილდა თბილისსა და რეგიონებში. სახელმწიფოს 135 000 ვაქცინაზე აქვს კონტრაქტი, დანარჩენი 110 000 დოზა 23 ოქტომბრის კვირაში შემოვა. ეს 25 000 დოზა პირველ ეტაპზე მაღალი რისკ-ჯგუფებისთვისაა განკუთვნილი.

ესენი არიან პირველ რიგში, ორსულები, მოხუცთა და ბავშვთა სახლის ბინადრები, ბაგა-ბაღების პედაგოგები და მომვლელი პერსონალი. შიდსიანი და ჰეპატიტიანი ავადმყოფები, რომლებიც მკურნალობაზე იმყოფებიან. ამასთან, დიალიზიანი პაციენტებიც. ანუ, სანამ დიდი პარტია შემოვა, აიცრებიან ეს ჯგუფები. შემდგომ უკვე, აიცრებიან დანარჩენი რისკ-ჯგუფები. ესენი არიან: სამედიცინო პერსონალი, დიაბეტიანი პაციენტები, ასევე სხვა ქრონიკული დაავადების მქონე პირები.  სახელმწიფო აქტიურად მუშაობს, რომ დამატებით კიდევ 100 000 ვაქცინის მობილიზება მოხდეს“, – განაცხადა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის 478 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აჭარაში – 196,  თბილისში 178, იმერეთში 65, სამეგრელო-ზემო სვანეთში 13, ქვემო ქართლში 15, შიდა ქართლში 6, გურიაში 1, მცხეთა-მთიანეთში – 4.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 12 272 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6 538 ადამიანი, გარდაიცვალა 93 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5 590 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები