რის საფუძველზე მიიღო სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება? – “ერთ-ერთმა ბრალდებულმა განაცხადა, რომ ნაწილობრივ აღიარებდა დანაშაულს

 რის საფუძველზე მიიღო სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება, პროკურორი დავით ყაზარაშვილი განმარტავს:

-„სასამართლომ გაითვალისწინა მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, 11 ბრალდებული დატოვა პატიმრობაში.  საფუძველბი,  – ეს არის მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. იყო სხვა რიგი გარემოებები, რაც იძლეოდა ამის საფუძველს“.

დაკავებული ირაკლი წაქაძის განცხადების შესახებ, დავით ყაზარაშვილი ამბობს, რომ ბრალდებულს არ განუმარტია, რაში გამოიხატებოდა ნაწილობრივ აღიარება:

-„არავინ არ აღიარა, ერთ-ერთმა ბრალდებულმა განაცხადა, რომ ნაწილობრივ აღიარებდა, თუმცა რაში გამოიხატებოდა ეს ნაწილობრივ აღიარება, შემდეგ ამაზე არ უსაუბრია. დამატებითი კითხვები დაისმება გამოძიების მიერ. სასამართლო არ არის ის ადგილი, სადაც ხდება გამოძიების ეტაპზე მოწმის გამოკითხვა. გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა სეულყოფილი თანამშრომლობა გამოძიებასთან, რასაც ამ დროისთვის ადგილი არ აქვს“.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირი დღეს სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. პროცესის მიმდინარეობისას შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულმა ირაკლი წაქაძემ განაცხადა, რომ ბრალს ნაწილობრივ ეთანხმება.

დაბადების დღეზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შედეგად 22 ივნისს გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე 17 პირია დაკავებული. აქედან არასრულწლოვნების საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია,  რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. ექსპერტიზის თანახმად,  გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

ისინი ბრალს არ აღიარებენ.

კომენტარები