„რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზას ენერგომომარაგება შეუწყდება

დღეს, „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზას ენერგომომარაგება შეუწყდება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ინფორმაციას ავრცელებს:

„გაცნობებთ, რომ 14 აგვისტოს „თელასის“ გეგმური სამუშაოების გამო „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზას დროებით შეუწყდება ენერგომომარაგება, რის გამოც საბაგირო გზა მგზავრებს 11:00 საათიდან 16:00 საათამდე ვერ მოემსახურება. ბოდიშს გიხდით დისკომფორტისათვის“.

კომენტარები