რობერტო მანჩინი: „მთავარი ადამიანების ჯანმრთელობაა, ჩემპიონატს მომავალ წელსაც მოვიგებთ“

17 მარტს, უეფას აღმასკომის სხდომა გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის გადადების საკითხი განიხილება. არსებული გეგმით, ტურნირის ჩატარება 12 ივნისიდან 12 ივლისამდეა დაგეგმილი.

-„ევროპის ჩემპიონატზე გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეებიც არსებობს. თუ უეფა ტურნირის გადადების გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს ტრაგედია არ იქნება.

ჩვენ მოთამაშეები სახლებში უნდა დავტოვოთ. ისინი პროფესიონალები არიან. კარგად იციან, რა უნდა გააკეთონ. როცა ჩემპიონატები განახლდება, მათ 10 დღე ან ორი კვირა ექნებათ იმისთვის, რომ ივარჯიშონ. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს უეფა. არ ვიცი, რითი დამთავრდება ეს ყველაფერი. ნამდვილად არსებობს ევრო-2020-ზე უფრო მნიშვნელოვანი საქმეები. თუ ჩემპიონატი გადაიდება, ჩვენ ერთი წლის მერეც შევძლებთ მოგებას. ახლა მთავარი ადამიანების ჯანმრთელობაა“, – განაცხადა  იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ.

იტალიაში ამ დროისთვის კორონავირუსის თითქმის 25 000 შემთხვევაა დაფიქსირებული და 1 809 ადამიანი გარდაიცვალა.

 

კომენტარები