რობერტ დე ნიროს ყოფილი ასისტენტი გენდერულ დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

რობერტ დე ნიროს ყოფილი ასისტენტი გენდერულ დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.

ასისტენტმა მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. გრეჰემ ჩეიზი რობინსონი მსახიობს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებს.  მორალური კომპენსაციის სახით მისგან 12 მილიონი დოლარის გადახდას ითხოვს.

ის აცხადებს, რომ დე ნირო მას ისე ეპყრობოდა, როგორც „საოფისე ცოლს“ და მის მიმართ სექსისტური შინაარსის გამონათქვამებს ხშირად იყენებდა.

„დე ნირო მოძველებული შეხედულებების ადამიანია. მისთვის მიუღებელია კაცებსა და ქალებს თანაბარი უფლებები ჰქონდეთ. ის არ თვლის, რომ სამსახურში სქესობრივი დისკრიმინაციით კანონი ირღვევა“, -აცხადებს რობინსონი.

დე ნიროს კომპანიაში ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ.

აგვისტოში რობინსონის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი დე ნიროს კომპანიამ შეიტანა. რობინსონს კომპანიის სახსრების გაფლანგვაში ადანაშაულებენ. მისგან 6 მილიონი დოლარის გადახდას ითხოვენ. ასევე აცხადებენ, რომ რობინსონი სამუშაო ადგილზე სერიალების ყურებით იყო დაკავებული. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ქალმა 4 დღეში ტელესერიალ „მეგობრების“ 55 ეპიზოდს უყურა.

კომენტარები