როგორი ამინდი იქნება მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში კობი-გუდაურის მონაკვეთზე

გარემოს ეროვნული სააგენტო  ინფორმაციას ავრცელებს, -კობი-გუდაურის საგზაო მონაკვეთზე მოსალოდნელი ამინდის შესახებ:

-„ კობი-გუდაურის საგზაო მონაკვეთზე, 21 თებერვალს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -16, -18, დღის საათებში -3, -5°C იქნება.

22-24 თებერვალს შენარჩუნდება ცვალებადი მოღრუბლულობა. მცირე თოვლი. დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -14, -16, დღის საათებში -2, -4°C.

25-26 თებერვალს მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. თოვლი, დროგამოშვებით, შესაძლებელია, ძლიერი. დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -11, -13 დღის საათებში 0, -2°C“.

კომენტარები