„როგორი დამცველობის უნარი ექნება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს, საკმარისი იქნება მისი ერთხელ გაკეთება თუ მას მხოლოდ სეზონური დამცველობითი უნარი ექნება“ – ამირან გამყრელიძე

-„მსოფლიოში არ არსებობს საერთო აზრი იმის შესახებ, თუ როგორი დამცველობის უნარი ექნება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს, საკმარისი იქნება მისი ერთხელ გაკეთება თუ მას მხოლოდ სეზონური დამცველობითი უნარი ექნება.

ვაქცინის შექმნა დღევანდელი ტექნოლოგიების პირობებში სირთულეს არ წარმოადგენს, რთულია მისი უსაფრთხოებისა და ეფექტურობის დადგენა. 100-ზე მეტი ვაქცინაა შექმნილი, აქედან 10-მდე გადის დაჩქარებულ კლინიკურ კვლევებს. ზოგიერთ კვლევაში უკვე  საკმაოდ კარგი იმუნოგენობაა აღნიშნული, – იმუნიტეტის გამომუშავების თვისებები.  ამ ვაქცინების ადამიანებზე გამოყენება დაიწყო. როგორც წამყვანი ლაბორატორიები და კომპანიები აცხადებენ,  მათი უსაფრთხოების გამოცდამდე ჯერ შორი გზაა. არ არსებობს საერთო აზრი იმაზე, როგორი დამცველობის უნარი ექნება ამ ვაქცინებს. იქნება ეს როგორც წითელას ვაქცინა,  მას ერთხელ ვუკეთებთ ბავშვს და ის მთელი ცხოვრება დაცულია, თუ  იქნება მხოლოდ სეზონური დამცველობითი უნარი, როგორიც აქვს  გრიპის ვაქცინას“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები