როგორც „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია ამბობს, მორაგბე და „ქართული ოცნების“ წევრი – ირაკლი აბუსერიძე წლებია ცდილობს

როგორც „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია ამბობს, მორაგბე და „ქართული ოცნების“ წევრი – ირაკლი აბუსერიძე წლებია ცდილობს გახდეს რაგბის კავშირის პრეზიდენტი, თუმცა უშედეგოდ. ამის მცდელობა ჰქონდა 2015 წელსაც და ბინძური ხერხებით ცდილობდა კონკურენტის ჩამოშორებას, თუმცა დაპირისპირების შემდეგ კანდიდატურა მოხსნა. 2015 წელს აბუსერიძის ბრალდებების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და როცა დადგინდა, რომ ყოფილ პრეზიდენტს ბ-ნ გია ნიჟარაძეს არაფერი გაუფლანგავს და არც არაფერი შეუჭამია, აბუსერიძემ ამის გამო ბოდიშის მოხდაც კი არ იკადრა. 2020 წლის არჩევნებზეც სწორედ ამ ხერხებით ცდილობდა გამარჯვებას და მოქმედ პრეზიდენტს არაოფიციალურად გამოუქვეყნეს აუდიტის სახელმწიფო სამსახურის დასკვნა, სადაც ასობით ათასი ლარის სავარაუდო გაფლანგვაზეა საუბარი. მას შემდეგ, რაც წესდების დარღვევით მოიგო არჩევნები, რეესტრმა რეგისტრაციაზე უარი უთხრა, რის საპასუხოდაც ერთ-ერთ კანდიდატ ბაჩო ხურციძეს დააბრალა, რომ მის მიერაა რეესტრი მოსყიდული.
რაგბს თამაშობენ კაცები და ამიტომ რაგბის ოჯახს უნდა ხელმძვანელობდეს უნაკლო ადამიანი და არა პროკურატურაში მორბენალი, პროვოკატორები!!!
წერს – კონსტანტინე მორგაშია

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა

კომენტარები