„როგორც არ უნდა შეგვეშალოს, როგორ შეცდომაშიც არ უნდა ჩავვარდეთ, რა წუმპეშიც არ უნდა აღმოვჩნდეთ, როგორც და რამდენჯერაც არ უნდა დავეცეთ, იმდენჯერ წამოგვაყენებს“

-„ჩვენ ერთი დიდი ნუგეში გვაქვს,
ღმერთი, რომელსაც ჩვენ ვუყვარვართ,
თუ ჩვენ გვექნება გულწრფელი დამოკიდებულება
და უანგარო დამოკიდებულება ღმერთთან,
რომელიც გამოიხატება სიტყვით, როცა მას მივმართავთ,
მამაო,
იცოდეთ,
როგორც არ უნდა შეგვეშალოს,
როგორ შეცდომაშიც არ უნდა ჩავვარდეთ,
რა წუმპეშიც არ უნდა აღმოვჩნდეთ,
როგორც და რამდენჯერაც არ უნდა დავეცეთ,
იმდენჯერ წამოგვაყენებს,
გულში ჩაგვიკრავს,
იმიტომ, რომ მას ჩვენ ისე ვუყვარვართ,
რომლის წარმოდგენაც ჩვენ არ შეგვიძლია,
ჩვენ არ ვიცით ასეთი სიყვარული რას ნიშნავს,
მას უპირობოდ ვუყვარვართ ჩვენგან ყოველგვარი სიბინძურის მიუხედავად,
ამიტომ ჩვენთვის ეს არის იმედი,
მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ და ჩვენი საკეთებელი ვაკეთოთ.
ქრისტიანობა ყოველთვის მოწამეობრივი ღვაწლია,
იმიტომ კი არა, რომ ღმერთი მიგვატოვებს ჩვენ თუ ასე არ ვიცხოვრებთ,
არამედ ღმერთის მოწყალებას და სიყვარულს ჩვენ ვერ დავიტევთ,
ვერ დავინახავთ,
ვერც კი მივხვდებით, ისე დავუხურავთ,
ჩვენ თვითონ დავუხურავთ ღმერთს გულს,
პრობლემა ჩვენშია და არა ღვთის ჩვენდამი სიყვარულსა და მოწყალებაში“.
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ამონარიდი ქადაგებიდან, 22.04.2021
კომენტარები