„როგორც კი იტყვი სიმართლეს, ხარ რუსეთის აგენტი, პუტინისგან ფინანსდები, ათას სიბინძურეს…“ – კონსტანტინე მორგოშია

„ალტ-ინფოს“ გადაცემა „დღის კომენტარი“

სტუმარი: კონსტანტინე მორგოშია – „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი

-„რუსეთი აზრს არ გეკითხება, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ გაქვს და არც შენ არ გაქვს არანაირი აქტივობა ამ მიმართულებით. შეიძლება სურვილი გაქვს, მაგრამ ამის საშუალებას არ გაძლევენ ამერიკა და ევროპელები. უკრაინის შემთხვევაშიც ზუსტად იგივე ქმედებებია. ფაქტი ხომ ფაქტად რჩება. რუსეთი რატომ არ გელაპარაკება, გასაგებია, – ტერიტორიები აქვს ოკუპირებული, საბრძოლო ვითარებაა ფაქტობრივად ორივე ქვეყანასთან, შენ ვერ ელაპარაკები და უფლებას არ გაძლევენ, მაგრამ ამერიკელები რატომ არ გელაპარაკებიან შენ? მაგალითად, თუ რუსეთი ესე აყენებს საკითხს, – ან აღმოსავლეთისკენ ნატო არ განვითარდება და სამხრეთ კავკასიის საზღვრებთან დაუშვებელია ნატოს ბაზები საქართველოში. ამერიკიდან ვინმე რატომ არ ჩამოდის და რატომ არ ელაპარაკება ღარიბშავილს, თავდაცვის მინისტრს ან ნებისმიერ სხვას და რატომ არ ეუბნება, რომ „შარში ვართ“, „ამან თუ ტანკები აქეთ გადმოაგრიხინა, გავაკეთებთ ამას და ამას და გაწყობთ?“ გვინდა ეს? „ან რამე პასუხისმგებლობას ვიღებთ არ ვიღებთ“. ყველამ ხომ ვიცით, რომ რუსების ტანკი დგას 22 კილომეტრში გორიდან. ღმერთმა დაგვიფაროს და ტანკები დასავლეთ-აღმოსავლეთ დამაკავშირებელ გვირაბთან დააყენოს, რას ვაკეთებთ მერე,  ვის იმედად ვართ? ვის ვეომებით? და თუ ვომობთ, რა მიზეზით ვომობთ? იქნებ ლაპარაკი სჯობს…

ყველაფერი არის ბანალურად ლოგიკური, მაგრამ ამ ლოგიკის განვითარების საშუალებას არ გაძლევენ იმიტომ, რომ როგორც კი იტყვი სიმართლეს, ხარ რუსეთის აგენტი, პუტინისგან ფინანსდები, ათას სიბინძურეს მოგიგონებენ. რა ვთქვი ახლა გაუგებარი?! მარტივია, თუ მეუბნები, რომ რუსეთს არ ველაპარაკო, მაშინ უნდა მითხრა, რატომ არ უნდა ველაპარაკო? თუ არ უნდა ველაპარაკო და არლაპარაკით რა შედეგიც შეიძლება დადგეს, – ჩამოდი და დამელაპარაკე და მითხარი, თუ რისკებს ვერ შევაფასებთ, შენ მე გარანტიებს ვერ მომცემ, იქნებ მომცე იმის საშუალება, რომ თავად დავლაგდე. მე თუ რამე დამემართება, შენ ხარ ოკეანეს მიღმა და მე ვარ აქ, გეოგრაფიულად ყოველთვის ამ დიდი იმპერიის მეზობელი და რატომ უნდა ვიყო შენი სათამაშო ფიშკა მთელი ისტორიის მანძილზე. ვითომ მილიარდობით დოლარებს უხდიან საქართველოს, დახმარებას ეძახიან და ამ დროს ამ მილიარდების 80% მიდის ბაია პატარაიებთან, გირჩებთან, ციყვებთან, ლომჯარიებთან და ანვითარებენ იმას, რაც უფრო და უფრო დიდ პრობლემას უქმნის ქართველ ხალხს, მენტალობას, რელიგიას და ყველაფერს. „ქართველი ხალხიც მოთმინების ფიალას სადღაც გასდის“, – სადღაც წავიკითხე, მგონი დროა დავანებოთ ამ მოთმინების ფიალის ავსებას და ქმედებით ნაბიჯებზე გადავიდეთ….“, – განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ.

ნახეთ გადაცემა

აქ: 👇

ვიდეო – https://fb.watch/auiEUEJorT/

კომენტარები