„როგორც კი პირველი პაციენტი შემოვიდა, ერთადერთი, რაც აზრად მომივიდა, თავიდან წამეკითხა“ – ლევან რატიანი

-„პირველი პაციენტი როგორც კი შემოვიდა, ერთადერთი, რაც აზრად მომივიდა, თავიდან წამეკითხა უზნაძის განწყობის თეორია. მივხდი,  რადგან სხვა საშუალება არ არსებობდა გარდა სიმპტომური და ინდივიდუალური მიდგომისა, რაც შეიძლება კარგ განწყობაზე უნდა ვყოფილვიყავი.

მიუხედავად არსებული მძიმე ვითარებისა, ვახერხებ პაციენტებთან კარგ განწყობაზე ყოფნას.

ეს დაავადება როცა გაჩნდა, გადმოვიღე უზნაძის განწყობის თეორია. მეტი გზა არ არსებობდა. არ ვიცოდით, პროფილაქტიკური მედიცინა, არ ვიცოდით ამ დაავადების ზნე და პრაქტიკულად დღესაც არ ვიცით. შეიძლება ყველა პაციენტის ფსიქოლოგია არ ვიცოდე, მაგრამ, ძალიან კარგად ვიცი, რა განწყობით შემოდიან აქ და მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ განწყობას“, – განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „მაესტროს“ ეთერში.

კომენტარები