„როგორც კი ხალხი შემცირდება, შეიძლება, ღამე ტურებივით მოგვეპარონ -დაიწყება“-გიგი უგულავა

-„მინდა, ქედი მოვიხარო ჩემი მეგობრების მიმართ,-სამ თვეზე მეტია, ყოველდღიურად იბრძვიან, თან რისთვის, -იბრძვიან კარვისთვის,  კარავში რომ ისხდნენ. რა არის კარავი, ცოდვა გამხელილი სჯობს, თავის დროზე, – მერი როცა  ვიყავი, ეგ სისუსტე მეც მქონდა. რაღაც მომენტში მეც მივხვდი, -უბრალოდ ქარის წისქვილებს ვებრძოდი. სისულელეა, ამახინჯებს ქალაქს, გასავლელი არ არის, ბიგ-ბენის გვერდზე დგას უამრავი ასეთი კარავი და არამგონია, იქ რამე მახინჯდებოდეს.

ამიტომ, მე ჩვენს მეგობრებთან ერთად, ვაპირებ, დავრჩე, – თავდასხმის საფრთხე ამ უგუნურებისგან ძალიან დიდია. დაიწყება მორიგეობა, ყველ პოლიტიკური ლიდერი, შეძლებისდაგვარად ჩაერთვება ამ ფერხულში. იმედი მაქვს, ბევრი თქვენგანიც. დღეს კრიტიკული ღამეა, როგორც კი ხალხი შემცირდება, შეიძლება, ღამე ტურებივით მოგვეპარონ და ფეხქვეშ გათელონ კონსტიტუცია“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ.

თბილისში კანცელარიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტისკენ გადაინაცვლეს.

რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს და კარვები გაშალეს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დღეს დააკავეს. 

ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

 ოპოზიციის მორიგი საპროტესტო აქცია-მსვლელობა 26 თებერვალს გაიმართება. 

კომენტარები