“როგორც მოსალოდნელი იყო, პოსტსაბჭოთა კიდევ ერთი ლიბერალური პროექტი სახელად ფაშინიანის ფერადი რევოლუცია, სრული კრახით დასრულდა” – გიორგი ქარდავა

– ” უკანასკნელი 45 დღის განმავლობაში ოფიციალურმა ერევანმა დაკარგა ყველა ის მიღწევა, რაც კი ბოლო 30 წელი სომეხმა ერმა სისხლის, ოფლის, შრომის და არაერთი ტანჯვის ფასად დააგროვა…
45 დღე-დაკარგული ყარაბაღი, ათასობით დაღუპული ახალგაზრდა, განადგურებული ეკონომიკა, კატასტროფული შიდა და საგარეო პოლიტიკური ვითარება და რაც მთავარია დამარცხებული ერის სინდრომი, რომლის მოშორებას წლები დასჭირდება…
საინტერესოა რომ ლიბერალური მმართველობის სცენარი იდენტური და უნივერსალურია ყველა იმ უბედური ქვეყნისთვის, სადაც კი ის გაიმარჯვებს.
რაღა შორს წავიდეთ, ფაშინიანის გასაოცარმა დემოკრატიულმა რეფორმებმა სახელმწიფო ფიასკოს თუ 45 დღე მოანდომა, საქართველოს “დემოკრატიის შუქურამ” 2008 წელს ფორსირებულად 5 დღეში მოახერხა…
და ამ უკვე კანონზომიერების სიზუსტეში ეჭვი, ამდენი მწარე მაგალითის შემდეგ, თუ ვინმეს კიდევ ეპარება, ის ან იდიოტია, ან უბრალოდ ამ ლიბერალური სისტემის გრანტიწოვია ადეპტი…
2004 წელი, საქართველო, ვარდების ლიბერალური რევოლუცია-დაკარგული აფხაზეთი და სამაჩაბლო.
2014 წელი, უკრაინა, ლიბერალური მაიდანი-დაკარგული ყირიმი და აღმოსავლეთ უკრაინა.
2018 წელი, სომხეთი, ლიბერალური რევოლუცია-დაკარგული ყარაბაღი.”

წერს გიორგი ქარდავა

კომენტარები