როგორც ხედავთ, ამ რუკაზე არცერთი ჩვენი დღევანდელი მეზობელი არ ჩანს! – ვახტანგ ჭკუასელი:

 – “ეს ყველა ქართველმა უნდა იცოდეს!
დასაბამისეული უძველესი ქართული ცივილიზაცია!
ეს არის მსოფლიოს ყველაზე ძველი, ,,ისტორიის მამად” წოდებული ჰეროდოტეს რუქა, რომელიც ჩვენს წელაღრიცხვამდე 430 წელს – ანუ 25 საუკუნის წინ შეიქმნა!
როგორც ხედავთ, ამ ყველაზე ძველ რუქაზე არცერთი ჩვენი დღევანდელი მეზობელი – არც რუსეთი, არც თურქეთი, არც სომხეთი და მითუმეტეს, ასიოდე წლის წინათ, ხელოვნურად შექმნილი აზერბაიჯანი არ არსებობს!
ასევე, არ არსებობდა არცერთი თანამედროვე დიდი ევროპული სახელმწიფო…
არსებობდა მხოლოდ ქართული სახელმწიფო, სახელად კოლხეთი!
და სანამ ეს მსოფლიოში უძველესი რუქა შეიქმნებოდა, მანამდე კიდევ 55 საუკუნით ადრე, უძველესი ცივილიზაციის ქართველები ღვინოს წურავდნენ ქვევრში!
და ამას არ ასწავლიან ჩვენს შვილებს სკოლებში, რადგან თავი მეასეხარისხოვან ადამიანებად იგრძნონ და ასეთებადვე გაიზარდონ!
თუმცა, ამაზე ათასწლეულების მანძილზე, ბევრი შაჰ-აბასი და ჯალალედინი კი ოცნებობდა, მაგრამ მაინც ვერ მოგვსრეს და აქა ვართ!
და მარად ვიქნებით!”
 – წერს ვახტანგ ჭკუასელი
კომენტარები