როგორ ავიმაღლოთ თვითშეფასება
დაბალი თვითშეფასება ადამიანს ცხოვრების და კარიერის მოწყობაში ხელს უშლის.
“თვალსაზრისი” ფსიქოლოგთა მიერ გაცემულ რამდენიმე საინტერესო რეკომედნაციას გთავაზობთ.
გავიგოთ როგორ ავიმაღლოთ თვითშეფასება და ვიყოთ მეტად პროდუქტიულები.
- ერთადერთი გზა, ბოლომდე შეიცნოთ საკუთარი თავი, თქვენთვის შესაფერისი ადამიანის პოვნაა.
- ხშირად იკონტაქტეთ ადამიანებთან და იმსჯელეთ ახლობლებთან პრობლემებზე. პრობლემეზე მსჯელობა მიტოვების შიშს დაგაძლევინებთ.
- ეცადეთ, გაიგოთ რა არის ნორმა. დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანებისთვის დეფინიცია “ნორმა” არ არსებობს. ეფექტურია ხშირად ჰკითხოთ საკუთარ თავს, რა არის თქვენთვის რეალურად მნიშვნელოვანი.
- იმისთვის, რომ ცუდი ჩვევები მოიშოროთ, პირველ რიგში, საჭიროა, ეს ჩვევა შეიცნოთ და აღიაროთ. სანამ საკუთარი თავის განსჯას დაიწყებთ, კარგად გააანალიზეთ, თუ როგორი ქცევები გახასიათებთ. როდესაც ადამიანი საკუთარ თავს განსჯისა გარეშე სამართლიანად აფასებს, უფრო დიდი შანსია, რომ შეფასება ადეკვატური იყოს.
- ეცადეთ, საკუთარი თავის ნდობა მოიხვეჭოთ. ყოველთვის იბრძოლეთ დასახული მიზნებისათვის, მაგრამ დაიმახსოვრეთ, მიზნები მარტივიც არსებობს და რთულიც. ყოველთვის ყველაფერი არ გამოგვდის. ყოველთვის იფიქრეთ იმაზე, რაც კარგად გამოგდით, მაგრამ არასდროს დაითრგუნოთ თავი მიზნამდე მიუსვლელობის გამო. თუ რამე არ გამოგდით, ისწავლეთ სიტუაციიდან ღირსეულად გამოსვლა. ყოველთვის მიეცით შანსი სიახლეს.
მოამზადა: მარიამ ნოზაძემ