როგორ ავიმაღლოთ ცხოვრების ხარისხი – პრაქტიკული რჩევები
რა არის ბედნიერება და როგორ უნდა მოიპოვოს ადამიანმა სიმშვიდე, მეცნიერები ამაზე ჯერ კიდევ მსჯელობენ და ალბათ მუდმივად იმსჯელებენ. რა თქმა უნდა ყველა ვთანხმდებით, რომ ბედნიერება ინდივიდუალურია. თუმცა, მაინც არსებობს რამდენიმე მეთოდი ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
“თვალსაზრისი” ცნობილი ფსიქოლოგების პრაქტიკულ რჩევებს გთავაზობთ, რომელიც ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ:
- დაკავდით სპორტით – ბედნიერების ხსენებისას, ალბათ მაშინვე პირად გრძონებზე იწყებთ ფიქრს როდესაც, ფიზიკური დატვირთვა სიხარულის ყველაზე დიდი სტიმულატორია. ასე რომ, მგონია დროა ადგეთ და ცოტა გაისეირნოთ. ფეხით ან თუნდაც, ველოსიპედით. ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვნად დაგიცავთ სტრესისა და დეპრესიისგან. გარდა ამისა, დაგეხმარებათ იყოთ ფორმაში. მაგრამ სპორტ-დარბაზში დაკავებას არ გირჩევთ, გამოდით ქუჩაში!
- იძინეთ კარგად – იქამდე სანამ პირველ დავალებას შეასრულებთ და სპორტით დაკავდებით, კარგად უნდა გამოიძინოთ. ვისაც 6-7 საათი სძინავს ის თავს კარგად გრძნობს. ასევე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ არც ზედმეტი ძილია კარგი, ეცადეთ ათ საათზე მეტი არ იძინოთ.
- გაიღიმეთ – დღეში რამდენჯერ იღიმით? ნუ დაელოდებით ღიმილის მიზეზს! ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში დარვინა დაამტკიცა, რომ ემოციების გამოჟღავნებით, მათ ვაორმაგებთ. არ აქვს მნიშვნელობა წარბს ავწევთ და გავბრაზდებით, თუ გავიღიმებთ. ღიმილის დროს, მიმიკური კუნთები ტვინს სიგნალს გადასცემს. გადაცემული სიგნალის შემდეგ კი, ბედნიერების ჰორმონი ენდორფინი გამოიყოფა.
- იცხოვრეთ აწმყოთი – კონცენტრირდით გარესამყაროსა და საკუთარ გრძნობებზე. ისიამოვნეთ წამით, დატკბით სილამაზით. გამოიყენეთ სიამოვნებისთვის ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო მომენტი.
- გააძლიერეთ კონტაქტები – ააწყვეთ ურთიერთობა ადამიანებთან, იკონტაქტეთ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, მეზობლებთან თუ კოლეგებთან. ურთიერთობები თქვენი ბედნიერების ქვაკუთხედია. გახსოვდეთ, რომ ურთიერთობები ამცირებს გულ-სისხლძარვთა დაავადებებს. გარდა ამისა არის სიხარულის საუკეთესო ინდიკატორი.
მომაზადა: მარიამ ნოზაძემ