როგორ გავუმკლავდეთ ღრძილებიდან სიხლდენას? სტომატოლოგი ქეთი სიყმაშვილი გირჩევთ:

ღრძილებიდან სისხლდენა საკმაოდ არაკომფორტულ სიტუაციებს უქმნის ადამიანს. თითოეულ თაობას ჰქონდა მკურნალობის საკუთარი მეთოდები. ამ უსიამოვნო დაავადების დიაგნოსტიკის, ასევე სწორად და ეფექტურად მკურნალობის წარმართვის თვალსაზრისით, სტომატოლოგი ქეთი სიყმაშვილი რჩევებს გთავაზობთ:

ღრძილები დან სისხლდენას სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედება იწვევს. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია:

1.არასწორად შერჩეული ჰიგიენური საშუალებები – უხეში ჯაგრისი, კბილის ჩხირები, კბილის ფლოსის უხეში მოხმარება – ღრძილის რბილი ქსოვილის დაზიანების განაპირობებს, რაც მარტივად ხორცდება .

2. ინფექციური და არაინფექციური დაავადებები-რეგულარული სისხლდენა რომელიც ვლინდება კბილებსა და ღრძილებზე მექანიკური ზემოქმედების გარეშე,მეტად საყურადღებოა,რადგან არ გამოგვეპაროს ისეთი სერიოზული პათოლოგიები (დიაბეტი,ანემია..)რომლისპირველადი ნიშანიც სწორედ ეს ჩივილი იყოს პირის ღრუში.

3. ჰორმონალური ფუნქციის დარღვევა – ჰორმონალური პრეპარატების მიღება, ჰორმონალური ფონის ცვლილებები იწვევს ღრძილების შეშუპება-გაფაშრებას და დაზიანებას. ასეთ დროს ღრძილი ადვილად სისხლმდენი ხდება. ფეხმძიმობის დროსაც, ხშირად ვხვდებით შეშუპებულ სისხლმდენ ღრძილებს, რაც ორსულთა გინგივიტის სახელწოდებითაა ცნობილი. ჰორმონალური ფონი საწყის მდგომარეობას დაუბრუნდება თუ არა, აღნიშნული სიმპტომები ქრება.

4. პაროდონტის დაავადებები (პაროდონტიტი, გინგივიტი) – ყველაზე გავრცელებული და სერიოზული მიზეზია ღრძილები დან სისხლდენისა, რაც საჭიროებს შესაბამისი პროფილის სპეციალისტის მიერ სათანადო ზომების მიღებას. შედარებით მსუბუქი გინგივიტის ფორუმის შემთხვევაში კბილები დან ქვებისა და ნადების, ანუ, გამღიზიანებელი ფაქტორის მოცილება უნდა მოხდეს, ხოლო უფრო მძიმე – პაროდონტიტის დროს, დაავადების სტადიის შესაბამისი მკურნალობის შერჩევა თანამედროვე უახლესი აპარატურით მკურნალობას გულისხმობს.
დროული კონსულტაცია პაროდონტოლოგთან თავიდან აგვაცილებს გართულებებს, რომელიც სრულიად ჯანმრთელი კბილების მორყევას და დაკარგვას იწვევს.დროული მკურნალობის და საპროფილაქტიკო რჩევების შესაბამისად გამოსავალი კეთლსაიმედოა.

სტომატოლოგიურ პრობლემებზე ქეთი სიყმაშვილთან კონსულტაციისთვის
დარეკეთ ნომერზე 571-05-46-05.
კონსულტაცია უფასოა.
მკურნალობისთვის მიაკითხეთ კლინიკა „დენტალმედში,“ ალექსანდრე ყაზბეგის 35.
ფასები მინიმალური, მკურნალობის ხარისხი – იდეალური!

კომენტარები