როგორ გამოიყურება ახალი კორონავირუსი COVID-19 მიკროსკოპში
ჩინეთიდან გავრცელებულმა კორონავირუსმა COVID-19 -მა უკვე 1300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის (NIAID) კლდოვანი მთების ლაბორატორია (RML), ახალი კორონავირუსის მიკროსკოპულ ფოტოებს აქვეყნებს.
ფოტოზე ჩანს, ელექტრონული მიკროსკოპით გადაღებულ ფოტოს შეცვლილი ფერებით, ვირუს COVID-19-ს ერთ-ერთ ამერიკელ პაციენტში. ვირუსები სურათზე ყვითლად ჩანს, ლურჯად და ვარდისფრად შეფერილი უჯრედის კედლის ზედაპირზე.
ფოტო ტრანსმისიურმა ელექტრონულმა მიკროსკოპმა გადაიღო; ჩანს ვირუსის ზედაპირიდან გამოშვერილი საცეცები, რომელთა გამოც ეწოდა კორონავირუსს ეს სახელი.
კორონავირუსთა უმეტესობა, მათ შორის SARS-ი (მწვავე რესპირატორული სინდრომი) და MERS-ი (ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი), გარედან თითქმის ერთნაირია — საცეცებით დაფარული სფეროები.
კორონავირუსის ოჯახის ვირუსები ერთმანეთისგან მცირედით განსხვავდებიან გენომით. მიუხედავად ამისა, ისინი ერთმანეთისგან შეიძლება საკმაოდ განსხვავდებოდნენ ადამიანების ინფიცირების თვალსაზრისით.
ფოტოების ხილვა შეგიძლიათ ამ ბმულზე.