როგორ იპოვეს ავსტრალიაში დაკარგული სამი მეზღვაური – ქვიშაზე დატოვებული წარწერა – SOS

ავსტრალიაში, უკაცრიელ კუნძულზე დაკარგული სამი მეზღვაური იპოვეს. მეზღვაურებმა ქვიშაზე წარწერა SOS დატოვეს.

ამ ინფორმაციას ავსტრალიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამი მეზღვაური  30 ივლისს ნავით ზღვაში გავიდა, დანიშნულების კურსს ასცდნენ, საწვავიც გაუთავდათ.

გაუჩინარებიდან სამი დღის შემდეგ დაუწყეს ძებნა, –  ავსტრალიისა და ამერიკის თვითმფრინავები ეძებდნენ. მაშველებმა უკაცრიელი კუნძულის სანაპიროს ქვიშაზე დაინახეს წარწერა – SOS.  გაუჩინარებული სამი მეზღვაური იპოვეს

იმ ლოკაციას, საიდანაც მეზღვაურები გამოვიდნენ, 190 კილომეტრი აშორებდათ.

კომენტარები