როგორ იხსნა იაპონია დამარცხებისგან 1905 წელს რუსეთთან დადებულმა სამშვიდობო ზავმა

 

როდესაც 1904 წლის იანვარში იაპონიამ შეუტია რუსეთის შორეულ აღმოსავლეთის სამფლობელოებს, რუსეთში თითქმის არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ რუსეთი გაიმარჯვებდა. უფრო მეტიც, იგივე მოსაზრებას იზიარებდა ევროპის პოლიტიკოსების უმრავლესობაც. რუსეთის იმპერიის ავტორიტეტი ძალიან მაღალი იყო, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში.
იაპონია ზედმეტად განუვითარებელი იყო, რომელიც ორმოცი წლის წინ დაადგა მოდერნიზაციისა და ინდუსტრიული განვითარების გზას.

რუსეთს ჰქონდა ძალა, გაეგრძელებინა ომი და მოეგო იგი

1905 – წლის ზაფხულში ომი უკვე რუსეთის სასარგებლოდ შემობრუნდა და მას შეეძლო კიდევ დიდხანს გაეგრძელებინა სამხედრო მოქმედებები. პორტ არტურის დაკარგვის, სამხრეთ მანჯურიიდან გასვლისა და ცუშიმას ბრძოლაში ფლოტის დაკარგვის მიუხედავად, რუსეთს წინააღმდეგობის გაწევისთვის სამხედრო შესაძლებლობები ისევ გააჩნდა.
რუსეთის სახმელეთო ჯარი არ დამარცხებულა და ის ორჯერ აღემატებოდა იაპონიის არმიას.

ხელშეკრულება კაიზერ ვილჰელმ II-თან, რომელსაც ხელი მოაწერა ნიკოლოზ II-მ 1905 წლის 11 (24) ივლისს ბიორკში შეხვედრისას, უზრუნველყო რუსეთის უსაფრთხოება დასავლეთ საზღვარზე.
რამაც იმპერიას შესაძლებლობა მისცა გადაეყვანა სამხედრო ძალები მანჯურიის არმიის გასაძლიერებლად.

უფრო მეტიც, თავად კაიზერი უფრო მეტად თანაუგრძნობდა რუსეთს, ვიდრე იაპონიას. ომის დასაწყისში მან აღნიშნა ტოკიოში თავისი ელჩის მოხსენებაში: ”რუსები იცავენ თეთრი რასის ინტერესებს და უპირატესობას ყვითელების მზარდი დომინირების წინააღმდეგ. ამიტომ, ჩვენი სიმპათიები რუსეთის მხარეს უნდა იყოს“.

იაპონია ომის მსვლელობის დროს უკიდურეს სოციალურ კრიზისში აღმოჩნდა, ქვეყანაში გადასახადები გაორმაგდა, თავად რუსეთში კი 5%-ითაც არ გაიზარდა.

1905 – წლის აგვისტოში, რუსეთთან დადებულმა სამშვიდობო ხელშეკრულებამ იაპონია გადაარჩინა დაშლას და კიდევ უფრო მაშტაბურ საფრთხეებს, რომლის წინაშეც აღმოჩნდა სახელმწიფო.
ომს რუსეთი კიდევ უფრო დიდხანს გაუძლებდა, რომ არა შიდა პოლიტიკური კრიზისი და ცარისტული რეჟიმის წინააღმდეგ წამოწყებული მაშტაბური კამპანიები.

ნიკოლოზ || – იმედოვნებდა, რომ იაპონია არ დათანხმდებოდა რუსეთის მიერ სამშვიდობო ხელშეკრულებაში ჩაწერილ პირობებზე, რაც ომის გაგრძელების საშუალებას მისცემდა ამით კი შეძლებდა ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური კრიზისის დასტაბილურებას და იმედი ქონდა ხელისუფლების კრიტიკისგან ყველაზე რადიკალური ოპოზიციონერებიც შეიკავებდა თავს.

სერგეი ვიტის ხელმძღვანელობით პორტსმუთში გაზავნილი დელეგაციასა და იაპონელ დიპლომატებს შორის მოლაპარაკებები შედგა და სამშვიდობო ხელშეკრულებას იაპონიამ ხელიც მოაწერა.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები