როგორ მოვახდინოთ ფიქრების რეალიზება ცხოვრებაში? – შეგრძნებები, რომლებიც ადამიანის მომავალს განსაზღვრავს

1997 წელს, ექიმმა ემოტო მასარუმ კიდევ ერთი ცდა შემოგვთავაზა. მან სამ ჭიქაში ბრინჯი განათავსა და ერთი თვის განმავლობაში, შემდეგ ფრაზებს შთააგონებდა: ერთს – მადლობას უხდიდა, მეორეს – სულელს ეძახდა, მესამეს კი – ყურადღებას არ აქცევდა.

ერთი თვის შემდეგ, ბრინჯი რომელსაც ის მადლობას უხდიდა, – ნახა, რომ მშვენივრად გამოიყურებოდა და სასიამოვნო სურნელიც ჰქონდა. რომელსაც სულელს ეძახდა – ის გაშავდა. ხოლო მან, რომელსაც ყურადღებას არ აქცევდა – ლპობა დაიწყო.

ასევეა ადამიანის შეგრძნებები, რომლებიც მის მომავალს განსაზღვრავს. ადამიანის ყოველი გრძნობა და ფიქრი, მომავალს ქმნის, საკუთარი სურვილების შესაბამისად.

 

მაგალითად: თუ ადამიანს ეშინია, ან აღელვებულია, მომავალში, მიზიდულობის კანონის მეშვეობით, ბევრი მსგავსი განცდა ექნება.

როდესაც ადამიანები ისწავლან ფიქრების და გრძნობების მართვას, მიხვდებიან, თუ როგორ უნდა შექმნან სამყარო, რომელშიც ცხოვრობა სურთ. როდესაც ისინი მიზიდულობის კანონის გამოყენებას დაიწყებენ, მიხვდებიან, რომ მათი ცხოვრება გახდა ისეთი, რომელსაც ადრე ვერაფრით წარმოიდგენდნენ.

ჩვენი ფიქრები პირდაპირ კავშირშია ჩვენს ვიბრაციებთან. უნდა გვახსოვდეს, რომ ვიბრაცია რაც უფრო მაღალი ხარისხისაა, – მით უფრო ბედნიერები და სიყვარულით აღსავსენი ვართ. ასევე, უფრო დაცული ვართ სხვადასხვა უარყოფითი, დაბალი ხარისხის ვიბრაციების ენერგიებისგან.

შიში დაბალი ვიბრაციის ემოციაა, სიყვარული და მადლიერება კი – მაღალი. თითოეული ჩვენი ფიქრი, უკვე ენერგიაა, რომელიც კოსმოსში ჩქვენი სხეულის გავლით მის შესაბასიმ ვიბრაციას აგზავნის.
უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენი ფიქრები, მეტად პოზიტიური და მაღალი ვიბრაციის იყოს. მეტი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ მათ, რადგან ისინი ჩვენს მენტალობას აყალიბებენ.
სინათლე 300 000 კმ. წამში ვრცელდება, ფიქრი კი – მომენტალურად. ჩვენი გონება რადიოს მსგავსია, რომელიც ტალღების მიღებასა და გავრცელებაზეა აგებული.

თუ წყალში კენჭს ჩავაგდებთ, დავინახავთ, როგორ ვრცელდება ტალღები, თანმიმდევრობით, კონცენტრირებული წრეების მსგავსად, ყველა მიმართულებით. სინათლის შუქიც, ზუსტად ასევე წარმოშობს ტალღების ვიბრაციას. რომელიც ყველა მიმართულებით ვრცელდება.

ადამიანის გონებაში, აზრის გაჩენისთანავე, კეთილი იქნება ის, თუ ბოროტი, ფსიქიკური ატმოსფერო იქმნება, რომელიც ასევე, ყველა მიმართულებით ვრცელდება.

რისი საშუალებით ხდება ფიქრის გავრცელება ცნობიერიდან ცნობიერამდე? ყველაზე მისაღები ახსნა-განმარტება არის ის, რომ გონების არსი ავსებს სივრცეს და ემსახურება აზრების გავრცელებას, როგორც სულიერი სამყარო ემსახურება გრძნობების გავრცელებას. ტალღა გასცემს სითბოს, სინათლეს და ელექტროენერგიას, ხოლო ჰაერი – ავრცელებს ხმას. შესაძლოა ვამბობთ, რომ ეს არ გვინდოდა, მაგრამ ვინაიდან ჩვენ ამაზე ვფიქრობდით, გვინდა თუ არა, მაინც ამას მივიღებთ.
ამიტომაც, საჭიროა ფიქრის ზუსტად ჩამოყალიბება. ყველაფერს, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ჩვენ თვითონ ვიზიდავთ, ამ ყველაფერს იმ სურათების და იმ სახეების ძალით ვიზიდავთ, რომლებიც ჩვენს ცნობიერშია. იმის ძალით, რაზეც ვფიქრობთ, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა აზრები გვიტრიალებს თავში, ჩვენ ჩვენი ფიქრის ობიექტებს ვიზიდავთ.
იმისათვის, რომ მიზიდულობის კანონის არსს უფრო ჩავწვდეთ, მაგნიტი წარმოვიდგინოთ. მაგნიტს აქვს ძალა და ის საგნებს იზიდავს, ჩვენც მაგნიტის მსგავსად ვიზიდავთ იმას, რაზეც ვფიქრობთ.

ამას მიზიდულობის კანონი ახორციელებს. ჩვენ ვხდებით ისეთები, როგორებადაც წარმოგვიდგენია თავი ჩვენს ფიქრებში და ვიზიდავთ იმას, რაზეც ვფიქრობთ. რასაც გონებაში დავინახავთ, – რეალობაშიც ის გვექნება.

ეს პრინციპი, სამი მარტივი სიტყვით შეგვიძლია ავსახოთ: 1- ფიქრი ხორცს ისხამს, 2 – ხორციელდება, 3 – ხდება მატერიალური.

ფიქრის დროს ვასხივებთ აზრობრივ ტალღებს, ისინი კი, ბუმერანგის პრინციპით მოიზიდავენ იმას, რასაც ვფიქრობთ. წარმოვიდგინოთ რაც გვინდა და ის ჩვენთან მოვიზიდოთ. ვიფიქროთ იმაზე, რაც გვინდა და არა იმაზე, რაც არ გვინდა. ჩავფიქრდეთ და ყურადღების მთელი კონცენტრირება სასურველზე მოვახდინოთ.
რაც უფრო მეტი განცდით ვიფიქრებთ საკითხზე, ის მით უფრო დიდი სისწრაფით გამატერიალიზდება. სულერთია, ეს ფიქრი პოზიტიურია თუ ნეგატიური. ჩვენს მიერ მათზე ფიქრის შედეგად, ორივეს ვიზიდავთ.

პოზიტიური ფიქტი, ასჯერ უფრო ძლიერია ნეგატიურზე. ეს უკვე მნიშვნელოვნად ამცირებს შეშფოთების ხარისხს. აზრების მატერიალიზირება, მაშინვე მყისრად არ ხორციელდება. ასე რომ, დროში შეფერხება რომ არა, დიდი პრობლემები გვექნებოდა. შეფერხება სწორი არჩევანის გაკეთებაში გვეხმარება, კარგად რომ დავფიქრდეთ, თუ რა გვსურს სინამდვილეში. გვეხმარება ვაკონტროლოთ ჩვენი სურვილები.

აზრები და ფიქრები ბადებენ ემოციებს. ემოციები გვეხმარებიან გავიგოთ, თუ რას ვიზიდავთ. ემოცია ორნაირია: უარყოფითი და დადებითი. უარყოფითი ემოციებია: შიში, დეპრესია, დანაშაულის შეგრძნება, წყენა, სიძულვილი, შურისძიება, განკითხვა, დარდი, განრისხედა. ხოლო დადებითი ემოციებია: კმაყოფილება, იმედი, სიხარული, მადლიერება, სიამოვნება და რაც მთავარია – სიყვარული.

 

როცა ადამიანი დღეს უარყოფითი ემოციებით იწყებს, მთელი დღე ენგრევა. თუ ემოციებს სხვა ტალღაზე გადართავს და არ დაუშვებს, რომ რამემ განწყობა გაუფუჭოს – მთელი დღე კარგად წარიმართება. თუ პოზიტიურად განწყობილები ვიქნებით ყოველდღიურად, მიზიდულობის კანონის თანახმად, მომავალშიც მივიზიდავთ კარგ განწყობას, რომელიც ჩვენს ყოველ დღეს, ყოველ კვირას, ყოველ წელს, პოზიტიური განწყობით დატვირთავს და ყოველი კარგი დღე, ჩვენს მომავალ ცხოვრებაში, ბედნიერების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს, ცუდი დღეების რაოდებობა კი შემცირდება.
ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ყველაფერზე, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ან რაც ჩვენს ცხოვრება არ არის. პასუხისმგებლები ვართ იმაზეც, თუ რა გვინდა, რომ ჩვენს ცხოვრებაში იყოს. თითოეული ჩვენი ურთიერთობა, სირთულე, წარუმატებლობა, შიში, გეგმა, იმედი და წარმატება, ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, ჩვენი კონტროლის ქვეშაა. თითოეული მენტალური, ფიზიკური, ემოციური თუ სულიერი მდგომარეობა, რომელსაც ჩვენ ამ მომენტში განვიცდით, ჩვენს ხელთაა და მისი შეცვლა შესაძლებელია.
თუ ფიქრობთ, რომ ეს ასე არ არის, თქვენ თქვენთვის ბოძებულ თავისუფალი ნების ძალას სხვებს უთმობთ, განსაზღვრონ თქვენი ცხოვრება. თითოეულ ამ ზემოთჩამოთვლილი ცხოვრების ასპექტს, ერთი რამ აერთიანებს, ისინი ჩვენი ფიქრებიდან განისაზღვრებიან და მოდიან.

კომენტარები