როგორ მოხვდა რუსეთის ფედერაციის საბჭოში, ნასამართლევი და უდიპლომო მაქსიმ ქავჟარაძე

როგორც ჟურნალისტი ალექსანდრ გოსდუმი ამბობს, „ყველა დეპუტატი სახელმწიფო დუმადან ორ ჯგუფად იყოფა, პირველი ჯგუფი უკვე „იჯდა“, ხოლო მეორე ჯგუფი, – ჯერ კიდევ არა.“
მაქსიმ ქავჟარაძე პირველ ჯგუფს მიეკუთვნება.
დეპუტატს საკმაოდ ბნელი წარსული აქვს, თუმცა ის საკმაოდ ძლიერი მფარველებით სარგებლობს.
გარდა ბნელი წარსულისა, უნდა აღინიშნოს, რომ დეპუტატს არც განათლება აქვს. მან დიპლომი, უბრალოდ, იყიდა.
დეპუტატის წარსული იმდენი ბნელია, რომ ის თავად მისი კოლეგებისთვისაც გამოცანად რჩება.
როგორც ირკვევა, დეპუტატი ბავშვობიდან არ ემორჩილებოდა კანონს, სკოლაში სწავლის პერიოდში ის თანატოლის ცემის გამო, სპეციალურ აღმზრდელობით დაწესებულებაში გაამწესეს.
1987 წელს კიევში განიხილებოდა საქმე, უკანონო სავალუტო ოპერაციების შესახებ, სადაც მაქსიმ ქავჟარაძეც გაასამართლეს თაღლითობის ფაქტზე.
რაც შეეხება განათლებას, რატომღაც, დეპუტატს ავიწყდება, რომ სპეციალური განათლება, ცხობის განხრით აქვს მიღებული.
სამაგიეროდ ჯიუტად ამტკიცებს, რომ მას ხუთწლიანი საგანმანათლებო პროგრამა, იურიდიულ უნივერსიტეტში აქვს გავლილი, მაშინ, როცა მაქსიმმა, რეალურად იურიდიულ უნივერსიტეტში მხოლოდ სამი თვე იარა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, განათლების სამინისტრომ კომენტარი გააკეთა:
„საგანმანათლებო პროგრამის ათვისება აღნიშნულ ვადაში შეუძლებელია. მაქსიმ ქავჟარაძისთვის დიპლომის მინიჭების პროცესში, მთელ რიგ დარღვევებს ვაწყდებით. ჩვენ ვთვლით, რომ დეპუტატის დიპლომს იურიდიული ძალა არ აქვს,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
უდიპლომო და ნასამართლევი მაქსიმ ქავჟარაძის პოლიტიკური კარიერა მას შემდეგ იწყება, რაც მან სოფლის მეურნეობის მინისტრის, ალექსეი გარდიევის ქალიშვილი გაიცნო და ცოლად მოიყვანა.
გარდიევი დღემდე მნიშვნელოვანი ფიგურაა, მისი წლიური შემოსავალი ხუთ მილიონს შეადგენს.

მოამზადა: მარიამ ნოზაძემ

კომენტარები